განათლება სწავლების სოკრატესეული მეთოდი 2018, 31 ივლისი, 2:11 სოკრატესეული მეთოდი სწავლებისას გულისხმობს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას, კითხვა-პასუხის გზით, საკუთარი ცოდნის აგებაში.
მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატედან, რომელიც მოსწავლეებს ამ გზით ასწავლიდა ფილოსოფიას.
მასწავლებელი სვამს პრობლემურ და არა ინფორმაციულ კითხვებს:
რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გჭირდებათ ამისთვის? არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. სოკრატესეული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია: დისკუსიით, დებატებით, პრობლემური კითხვების დასმით. ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს.
ავტორი: სოფიო მოდებაძე 613 2-ს მოსწონს
|