x
image
მანჩო 777
15 წლის გიორგი გორგაძე, რომელიც ორ თვეზე მეტია სიკვდილს ებრძოდა, წუხელ გარდაიცვალა

image
მთელი საქართველო გულშემატკივრობდა ამ ლამაზ, კეთილ, უსაყვარლეს ბიჭუნას. ყველას გვჯეროდა, რომ სასწაული მოხდებოდა და სიცოცხლე აუცილებლად გაიმარჯვებდა სიკდვილზე, მაგრამ სასწაულები სამწუხაროდ, მხოლოდ ზღაპრებში ხდება. 15 წლის გიორგი გორგაძე, რომელიც ორ თვეზე მეტია სიკვდილს ებრძოდა, წუხელ გარდაიცვალა.

image
ეს სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვის წინ, 1 მაისს მოხ­და. სკო­ლი­დან მო­სულ 15 წლის გი­ორ­გი გორ­გა­ძეს პა­ტა­რა მე­ზო­ბე­ლი დახ­ვდა ეზო­ში. სა­უ­ბარ­ში გა­არ­კვია, რომ მას სახ­ლის კარი ჩა­ე­კე­ტა და სკო­ლი­დან მო­სუ­ლი შინ ვერ შე­დი­ო­და. გი­ორ­გიმ, რო­მე­ლიც სპორტზე და­დი­ო­და და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი და ყო­ჩა­ღი ბი­ჭი იყო, უცებ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ამძვრა­ლი­ყო მე­ო­თხე სარ­თულ­ზე აივ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და გა­ე­ღო ბავ­შვის­თვის კარი...

image
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ჭუ­ნა არ­წმუ­ნებ­და, დედა მოვა მა­ნამ­დე და და­ვე­ლო­დე­ბი, არ ახ­ვი­დეო, ახალ­გაზ­რდულ­მა სი­მა­მა­ცემ და ჟინ­მა არ მო­ას­ვე­ნა და მა­ინც აძ­ვრა... რა და რო­გორ მოხ­და, ახ­ლა­ც უ­ჭირთ ახ­სნა იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ამ შემთხვევისას მოგ­როვ­დნენ ეზო­ში. მე­სა­მე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან, უკვე ქვე­მოთ­კენ მო­მა­ვა­ლი გი­ორ­გი (სახ­ლის კარი ისე აღ­მოჩ­ნდა და­კე­ტი­ლი, რომ შიგ­ნი­და­ნაც ვერ გა­ა­ღო და უკან ბრუნ­დე­ბო­და), მო­უ­ლოდ­ნე­ლად გად­მო­ვარ­და და მი­წა­ზე ფე­ხე­ბით და­ე­ცა. ზო­გი­ერ­თი ბავ­შვი იმა­საც ჰყვე­ბა, რომ გად­მოხ­ტა - იფიქ­რა, შეძ­ლებ­და ამ სი­მაღ­ლი­დან ძირს დახ­ტო­მას...სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა...




image
მას მერე ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ის კომაში იყო და ექიმები, მშობლები და მთელი საქართველო ელოდებოდა სასწაულს - იმას, რომ ახალგაზრდა, ძლიერი, ნავარჯიშევი ორგანიზმი დაძლევდა შოკურ მდგომარეობას და კომიდან გამოვიდოდა.



0
327
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0