რელიგია როდის დაიწერა ბიბლიის შემადგენელი წიგნები? 2018, 29 ივლისი, 23:19 ძველი აღთქმის წიგნების უმეტესი ნაწილი დაიწერა ძვ.წ. მე-5 საუკუნეში, ხოლო ახალი აღთქმის წიგნები - პირველი საუკუნის მეორე ნახევარში. ძველი აღთქმა 1. დაბადება - წიგნი დაახლოებით შეიქმნა ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან - ძვ.წ. 250 წლამდე იწერებოდა მისი სხვადასხვა ნაწილი. წიგნი მოგვითხრობს ძველებრაულ ვერსიას იმის შესახებ თუ როგორ შექმნა ღმერთმა ეს სამყარო. 2. გამოსვლა - წიგნი დაწერილია დაახლოებით ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან ძვ.წ. 250 წლამდე იწერებოდა ამ წიგნის სხვადასხვა ნაწილი. თუმცა მოგვითხრობს ამბებს, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ძვ.წ. მე-13 - ძვ.წ. მე-12 საუკუნეებს. 3. ლევიანნი (წიგნი ლევიტელთა) - დაიწერა დაახლოებით ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან ძვ.წ. 250 წლამდე. 4. რიცხვნი (წიგნი რიცხვთა) - დაიწერა დაახლოებით ძვ.წ. 400-250 წლებში. 5. მეორე რჯული (წიგნი მეორე რჯულისა) - სამარიის სეპარატისტული სამეფოს დაცემის (შემდეგ ძვ.წ. 722) იერუსალიმში დამკვიდრებული ლევიტელთა თეოლოგიური სკოლის დაახოებით ძვ.წ. მე-7 საუკუნის ნაშრომია. 6. იესო ნავეს ძე - წიგნი იწერებოდა ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან და საბოლოო ფორმა მან ქრისტიანობის ხანის დადგომისას მიიღო. ის აღწერს ამბებს, რომელიც ხდებოდა ძვ.წ. 1272-1244 წლებში. 7. მსაჯული - ძვ.წ. მე-6 საუკუნე. 8. რუთი - ძვ.წ. მე-6 საუკუნე. 9. 1 მეფეთა - ძვ.წ. 164 - 4 წწ. 10. 2 მეფეთა - ძვ.წ. 164 - 4 წწ. 11. 3 მეფეთა - ძვ.წ. 164 - 4 წწ. 12. 4 მეფეთა - ძვ.წ. 63 - 4 წწ. 13. 1 ნეშტთა - წიგნის წერა ეზრა მღვდელმა დაასრულა ძვ.წ. 460 წელს. 14. 2 ნეშტთა - ძვ.წ. 460 წ. მოიცავს შემდეგი პერიოდის აღწერას - ძვ.წ. 1037-537 წლებს. 15. ეზრა - ძვ.წ. 300-200 წლები. 16. ნეემია - დაიწერა დაახლოებით ძვ.წ. 300-200 წლებში. 17. წიგნი ესთერისა - დაიწერა დაახლოებით ძვ.წ. 150 წელს. 18. წიგნი იობისა - წიგნი შექმნა ძვ.წ. მე-5 საუკუნის ანონიმმა ებრაელმა ავტორმა. წიგნი ეხება უდანაშაულო ადამიანის ტანჯვას, რომელსაც ცდიან სატანა და ღმერთი თუ რამდენად გატყდება და დაგმობს შემოქმედს უსამართლობისთვის. 19. ფსალმუნები - ძვ.წ. 330 - 164 წწ. ეს არის სხვადასხვა დროს შექმნილი ნაწერების კრებული, რომელიც იუდეო-ქრისტიანული ტრადიციით იუდეველთა მეფეს - დავით წინასწარმეტყველს მიეწერება. 20. იგავი სოლომონისა - ძვ.წ. 1-ლი - ახ.წ. 1-ლი საუკუნეები. 21. ეკლესიასტე - წიგნი დაწერილია ძვ.წ. მე-5 საუკუნეში, თუმცა ის მიეწერება იუდეველთა მეფე სოლომონს. ეს შეიძლება ჩაითვალოს ცოდვილი მეფის აღსარებად. 22. ქებათა-ქება სოლომონისა (წიგნი ქებაი ქაბათაი) - ამ წიგნის დაწერა მიეწერება მეფე სოლომონს, მაგრამ რეალურად ის დაწერილია მოგვიანებით დაახლოებით ძვ.წ. მე-5 საუკუნეში და არის ბერძნული კულტურის დიდი გავლენებით. 23. ესაია წინასწარმეტყველი - თავად ესაია ცხოვრობდა ძვ.წ. მე-8 საუკუნეში, თუმცა მას არ დაუწერია ეს წიგნი, არამედ ის დაიწერა ებრაელი სწავლულების მიერ სხვადასხვა დროს, მაგალითად ესაია 56-66 დაწერილია ძვ.წ. მე-6 - მე-5 საუკუნეებში. 24. იერემია წინასწარმეტყველი - ძვ.წ. მე-5 საუკუნე. 25. გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი - ძვ.წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმსა და მის მოსახლეობას დაატეხეს თავს დდი უბედურება. ამის შესახებ წიგნში ჩაწერილია 5 სამგლოვიარო პოემა. იერემიამ მალევე დაწერა ეს წიგნი იერუსალიმისგანადგურებიდან. 26. ეზეკიელ წინასწარმეტყველი - ძვ.წ. 593 - 571 წწ. 27. დანიელ წინასწარმეტყველი - დაახ. ძვ.წ. 164 წ. 28. ოსია წინასწარმეტყველი - ძვ.წ. 586 - 539 წწ. 29. იოველ წინასწარმეტყველი - ძვ.წ. 586 - 539 წწ. 30. ამოს წინასწარმეტყველი - ძვ.წ. 745 - 586 წწ. 31. აბდია წინასწარმეტყველი - ძვ.წ. 586 - 539 წწ. 32. იონა წინასწარმეტყველი - ძვ.წ. მე-2 საუკუნე. 33. მიქა წინასწარმეტყველი - ძვ.წ. 586 - 539 წწ. 34. ნაუმ წინასწარმეტყველი - დაიწერა დაახლოებით ძვ.წ. მე-7 საუკუნეში. 35. აბაკუმ წინასწარმეტყველი - დაიწერა დაახლოებით მე-7 საუკუნეში. 36. სოფონია წინასწარმეტყველი - ძვ.წ. 586 - 539 წწ. 37. ანგია წინასწარმეტყველი - ძვ.წ. 520 წელი. 38. ზაქარია წინასწარმეტყველი - დაახ. ძვ.წ. 649 - 609 წწ. 39. მალაქია წინაწარმეტყველი - ძვ.წ. ძვ.წ. მე-5 საუკუნე. ახალი აღთქმა 1. მათეს სახარება - 80 - 90 წწ. უძველესი აღმოჩენილი ფრაგმენტი ამსახარებისა მიეკუთვნება 150-200 წლებს. 2. მარკოზის სახარება - 68 - 70 წწ. უძველესი აღმოჩენილი ფრაგმენტი - 250 წ. 3. ლუკას სახარება - 80 - 90 წწ. უძველესი აღმოჩენილი ფრაგმენტი - 175 - 250 წწ. 4. იოანეს სახარება - 90 - 110 წწ. უძველესი აღმოჩენილი ფრაგმენტი - 125 - 160 წწ. 5. მოციქულთა საქმეები - 95 - 100 წწ. უძველესი აღმოჩენილი ფრაგმენტი - 250 წ. მოციქულთა წერილები ეს წერილები დაიწერა ახ. წ. პირველი საუკუნის მეორე ნახევარში. 6. იაკობ მოციქულის წერილი 7. პეტრე მოციქულის პირველი წერილი 8. პეტრე მოციქულის მეორე წერილი 9. იოანე მოციქულის პირველი წერილი 10. იოანე მოციქულის მეორე წერილი 11. იოანე მოციქულის მესამე წერილი 12. იუდა მოციქულის წერილი პავლე მოციქულის წერილები 13. რომაელთა მიმართ - 57 წ. უძველესი ფრაგმენტი დათარირებულია მე-2 ა მე-3 საუკუნით. 14. პირველი კორინთელთა მიმართ - 56 წ. უძველესი ფრაგმენტი მე-2 ან მე-3 საუკუნე. 15. მეორე კორინთელთა მიმართ - 56 წ. უძველესი ფრაგმენტი მე-2 ან მე-3 საუკუნე. 16. გალატელთა მიმართ - 55 წ. უძველესი ფრაგმენტი გვიანი მე-2 საუკუნე ან მე-3 საუკუნის პირველი ნახევარი. 17. ეფესელთა მიმართ - 80 - 90 წწ. უძველესი ფრაგმენტი მე-2-3 საუკუნე. 18. ფილიპელთა მიმართ - 54 - 55 წწ. უძველესი ფრაგმენტი მე-2-3 საუკუნე. 19. კოლოსელთა მიმართ - 62 - 70 წწ. უძველესი ფრაგმენტი მე-2-3 საუკუნე. 20. პირველი თესალონიკელთა მიმართ - 51 წ. უძველესი ფრაგმენტი მე-2-3 საუკუნე. 21 მეორე თესალონიკელთა მიმართ - 51 წ. ან 70 წ. უძველესი ფრაგმენტი 300 წ. 22. პირველი ტიმოთეს მიმართ - 100 წ. უძველესი ფრაგმენტი 200 წელი, ხოლო სინაის ბიბლია 350 წელი. 23. მეორე ტიმოთეს მიმართ - 100 წ. უძველესი ფრაგმენტი 200 წ. 24. ტიტეს მიმართ - 100 წ. უძველესი ფრაგმენტი 200 წ. 25. ფილიმონის მიმართ - 54 - 55 წწ. უძველესი ფრაგმენტი თარიღდება მე-3 საუკუნით. 26. ებრაელთა მიმართ - 80 - 90 წწ. უძველესი დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტი თარიღდება მე-2 ან მე-3 საუკუნის პირველი ნახევრით. 27. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა - 95 წ. უძველესი ფრაგმენტი დათარიღებულია 150 - 200 წლებით. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 571 4-ს მოსწონს
|