42 წლის ანასტასია ვოლოჩკოვამ არც თურქეთში უღალატა ჩვეულებას და საზღვაო "ბანანზე შპაგატში" ჩაჯდა
42-წლის რუსი ბალერინა და საზოგადო მოღვაწე ანასტასია ვოლოჩკოვა თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ თავისებური ჟანრის ავტორად-ვოლოჩკოვამ დაუდო საფუძველი მოგზაურობისას სრულ "შპაგატში" ჩაჯდომას და უკვე წლებია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე მრავლად დებს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ადგილზე გადაღებულ "შპაგატში" მჯდარ სურათებს.
ბალერინას ჯერ არცერთი ადგილი არ დაუტოვებია, სადაც კი იმოგზაურა, არ გადაეღო "შპაგატში" ჩამჯდარი ფოტო.
ამჯერად ბალერინამ ანალოგიური სურათი გადაიღო თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ზღვაზე სასრიალო "ტანდემურ ბანანზე".
ბალერინას პირად გვერდზე მოწონების გარდა ხშირადაა კრიტიკული კომენტარებიც, რომლებსაც ბალერინა არ შლის და არც საპასუხო კომენტარს უკეთებს.
საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ უკვე ასაკში შესული ვოლოჩკოვა ასეთ მდგომარეობაში გადაღებულ სურათებს იმისათვის დებს, რომ პოპულარობა არ დაკარგოს და საზოგადოებას უთხრას ამ სახით ჯერ კიდევ იდეალურ ფორმაში ვარო.
მისი ხელმომწერების ნაწილი თვლის, რომ ვოლოჩკოვა ასეთი ფორმით ებრძვის მარტოობას. ხელმომწერების აზრით ვოლოჩკოვას თითოეული სტატუსი "გაჟღენთილია" ტკივილით და წუხილით მარტოობის გამო.
ცნობილი ფაქტია, რომ ვოლოჩკოვა ოფოციალურ ქორწინებაში არ იმყოფება.
ინტერნეტში გამოჩნდა ცნობილი რუსი ხელოვნების მოღვაწეების ირონიული გადაკვრა ვოლოჩკოვაზე, ყოფილმა კოლეგებმა კი საბალეტო დასიდან მას ელიტარული მეძავი უწოდეს, რაზეც ვოლოჩკოვას რეაქცია არც კი ჰქონია.