x
image
თამილა გურაშვილი
"...მე დავამტკიცებ, რომ შენ არ ხარ მამაჩემის მკვლელი! ... რუსუდან შარაძე
image
ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია:

2018 წლის აპრილის თვეში, მას შემდეგ, რაც “პრაიმტაიმში“ ე.წ. პრესკონფერენცია გავმართე და პირველად, საჯაროდ ვილაპარაკე, თუ რა ვითარებაა სუსსა და პროკურატურაში გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ, გიორგი ბარათელი საქართველოდან, საბერძნეთის გავლით, საზღვარგარეთ გაიყვანეს.

დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ნებისმიერ კუნჭულში, გიორგი ბარათელი, დროდადრო, იხედება ჩემს გვერდზე.
თუ არადა, ძმა მაინც ეტყვის:

გიო, არ შეგეშინდეს, რომ ისტერიულად გეძებდნენ ეს დღეები საქართველოში. პროკურატურა ამას ჩემი მოთხოვნით აკეთებს. თუ რატომ, რისთვის - თუ შემეხმიანები, დეტალურად გიამბობ და ვიცი, გაგიხარდება


ყველაფერი არის და იქნება იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენია შენც და სხვასაც.

თუ არ გამოჩნდები, მე მაინც გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
იყავი, სადაც ხარ, მშვიდად და კარგად. მე დავამტკიცებ, რომ შენ არ ხარ მამაჩემის მკვლელი!


0
223
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0