ქალი და მამაკაცი ქალს კომპიუტერული თამაში ამჯობინა-მექსიკელ ტელეწამყვანს შეყვარებული დაშორდა 2018, 26 ივლისი, 7:34 23 წლის ახალგაზრდამ აღიარა, რომ არ ყოფნის დრო შეყვარებულს მიხედოს, ამიტომ დადგა არჩევანის წინაშე და მიიღო რთული გადაწყვეტილება, ქალს თამაში ამჯობინა. გეიმერი დაშორდა მექსიკელ ტელეწამყვანს და ფოტომოდელს იანეტ გარსიას, იმისთვის რომ სრულად ჩაეფლოს კომპიუტერულ თამაშებში, compLexity Gaming в Call of Duty გუნდის მოთამაშემ ამის შესახებ საკუთარ YouTube-ის არხზე განაცხადა და აღნიშნა, რომ არ აქვს დრო 26 წლის ლამაზმანისთვის. მთლიანი კონცეტრაცია Call of Duty-ის თამაშზე უნდა მიმართოს, ამის გამო ვერ აქცევდა სათანადო ყურადღებას იანეტ გარსიას, რის გამოც გოგონა იტანჯებოდა. ამასობაში იანეტმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა სიტყვები:"თავზარდაცემული ვარ", სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გოგონას თანაუგრძნეს, თუმცა იანეტ გარსია ნამდვილად არ დარჩება მარტო, იგი ხომ ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ამინდის წამყვანია მსოფლიოში, ასე რომ თაყვანისმცემლები უამრავი ჰყავს. მისი ფოტოები რამდენჯერმე იყო ცნობილი ეროტიული ჟურნალების გარეკანზე. 536 4-ს მოსწონს
|