დიეტოლოგია 5 ჩაი, რომლის მიღებაც ერთსაათიან ვარჯიშზე ეფექტურია 2018, 27 ივლისი, 17:39 ჩაი არის ყველაზე ხშირადმოხმარებადი სასმელი წყლის შემდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არომატული სასმელი ჩვეულებრივ მზადდება სხვადასხვა მცენარის ფოთლებისგან, როგოც ცნობილია, ჩაი აზიაში წარმოშობილი მცენარეა. ზოგადად, ჩაი სამკურნალო თვისებებისაა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. იგი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და სხვადასხვა გულის დაავადებების რისკს ამცირებს. ზოგიერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჩაი გვეხმარება წონის დაკარგვასა და მუცლის ცხიმის შემცირებაში. ჩაის გარკვეული სახეობები უფრო ეფექტური აღმოჩნდა.
გთავაზობთ 5 საუკეთესო ჩაის წონაში დასაკლებად და მუცლის ცხიმების დასაწვავად.
1. რუბიოს ჩაიარის მცენარეული ჩაი, რომელიც იზრება სამხრეთ აფრიკაში. ბოლო კვლევების გათვალისწინებით, იგი კარგია წონის დასაკარგვად. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა ასპალათინი და ნოფოფაგინი, ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დაბალანსებას და წმენდდნენ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. ჩაის აქვს მოტკბო გემო და დაბალკალორიულია, ასე რომ მას შეუძლია ჩაანაცვლოს სხვა შქრიანი სასმელები, თანაც სისხლში გლუკოზასაც არეგულირებს და შიმშილის გრძნობასაც აქრობს. 2. მწვანე ჩაიერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეობის ჩაია, მისი სახელი დაკავშირებულია სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებასთან.ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ჩაი, როდესაც საქმე წონის დაკარგვას ეხება. ეს იმიტომ, რომ მწვანე ჩაის ექსტრაქტში ძალიან მაღალია კატეხინები, რომლებიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია, მას შეუძლია გააუმჯობესოს მეტაბოლიზმი და შეამციროს ცხიმი, განსაკუთრებით მუცლის არეში. 3. ფუერიუნიკალური სახეობის ჩაია, რომელსაც ეს სახელწოდება ეწოდება ქალაქ Pu-erh- ის მიხედვით, იგი მოიპოვება, ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.იგი ჩინეთის შავი ჩაის ოჯახს მიეკუთვნება. მას აქვს დამამშვიდებელი, განსაკუთრებული არომატი და მას ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ მიირთმევენ. რაც უფრო დიდხანს ააყენებთ, უფრო ძლიერ არომატს იძენს.კვლევის თანახმად, მისი სწორად მიღება, გვეხმარება წონის დაკარგვაში. ჩაი აღადგენს ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, რომელიც შემდეგში მოქმედებს ლიპოგენეზის პროცესში და ცხიმი ენერგიად გარდაქმნება და არ გროვდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. გარდა ამისა, იგი იწვევს სისხლში შაქრისა და სისხლის ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას. 4. შავი ჩაი გამოირჩევა ნუტრიენტებით, რომლებიც ოდნავ განსხვავდება კვლევამ დაადგინა, რომ იგი გამორიცხავს II ტიპის დიაბეტის რისკს. დღეში 3 ჭიქა ჩაით შეიძლება შეამციროთ II ტიპის დიაბეტის რისკი 42% -ით. 5. ჩაი ოლონგიარის ტრადიციული ტიპის ჩინური ჩაი,რომელიც უკვე ოქსიდიზებულია ნაწილობრივ. იგი ცნობილია ხილის, სურნელოვანი არომატით და ძალიან უნიკალური გემოთი. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ოლონგის ჩაის შეუძლია წონის დაკარგვაში დაგეხმაროთ ცხიმის წვის პროცესის გაუმჯობესებისა და მეტაბოლიზმის დაჩქარების გზით. გარდა ამისა, ოლონგის ჩაი მდიდარია კატეხინით და კოფეინით. ეს 2 ნივთიერება ერთობლივად მუშაობს, რათა გაზარდოს თქვენი მეტაბოლიზმი. 1686 2-ს მოსწონს
|