კინო როგორ გამოიყურება დღეს სერიალ "კლონის" ვარსკვლავი 2018, 20 ივლისი, 7:18 ყველას კარგად ახსოვს XXI საუკუნის დასაწყისში გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრაზილიური სერიალი "კლონი", სადაც პირველად ბრაზილიური სერიალების ისტორიაში წინ წამოწეული იყო მუსულმანთა ზნე-ჩვეულება, აგრეთვე კლონირების თემა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.სერიალში მთავარ როლს ასრულებს ჯოვანა ანტონელი(ჟადი), ვის გარშემოც ვითარდებოდა ისტორია.
ამჟამად ჯოვანა ანტონელი 42 წლისაა და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს იგი ბევრად უფრო მომხიბვლელად გამოიყურება ვიდრე 16 წლის წინ იყო, მთლიანად შეცვლილი აქვს იმიჯი, დაიკლო წონაში, ამასთანავე როგორც ჩანს, პლასტიკურ ქირურგებსაც კარგად იმუშავეს. მსახიობს ახლაც იღებენ სერიალებში, აქვს საკუთარი ბიზნესი, ჰყავს მეუღლე, რეჟისორი ლეუნარდუ ნოგეირა, რომელიც 2009 წელს გაიცნო გადასაღებ მოედანზე, 2010 წლის ნოემბერში წყვილს შეეძინა ორი ულამაზესი ქალიშვილი ანტონიო და სოფიო. 325 5-ს მოსწონს
|