ისტორია რას წარმოადგენდა სინამდვილეში "შავი ვოლგა" - დეტალები, რომლებზეც არ საუბრობდნენ 2018, 20 ივლისი, 11:30 ![]() ![]() ![]() მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე ГАЗ-ის ქარხანაში რამდენიმე ასეული ავტომობილი აიწყო უშიშროების კომიტეტის დაკვეთით. მათგან პირველი იყო «Победа М20Г» 6 ცილინდრიანი მოდიფიკაციით. აღნიშნული მოდელი ას ცალამდე გამოუშვეს. შემდეგომში უწყებების საჭიროებებისთვის დაიწყეს "Волга-23"-ისა და მისი შემდგომი მოდიფიკაციების ადაპტირება. ![]() გარეგნულად ეს მანაქნები სამოქალაქო ავტომობილებიდან არ განსხვავდებოდა. მაგრამ შიგთავსით მნიშვნელოვნად აღემატებოდა სერიულ მოდელებს. სიჩქარის მხრივ, ისინი 15-20 კმ/სთ-ით სწრაფი იყო. ამასთან, КГБ-ს ავტომანქანები ხშირად აღჭურვილი იყო სიჩქარეთა ავტომატური გადაცემის კოლოფით, თუმცა ვიზუალური შენიღბვისთვის ბერკეტი მაინც მექანიკური კოლოფის მსგავსად გამოიყურებოდა. ![]() ![]() 30-იან წლებში გამონათქვამი "черный воронок" იმდენად მყარად დამკვიდრდა საზოგადოების ცნობიერებაში, რომ ყველას ეგონა, КГБ-ს მანქანები მხოლოდ შავი ფერის უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში კი ვოლგები სხვადასხვა ფერის არსებობდა, მათ შორის ყვითელი ტაქსებიც კი. როგორც კოლექციონერები ყვებიან, ზოგჯერ ვოლგები 5-10-ჯერ მაინც იყო სხვადასხვა ფერად გადაღებილი. და მაინც, გამოცდილ თვალს ადვილად შეეძლო სპეცტავტომობილის ამოცნობა. რვაცილინდრიანი "ვოლგის" ხმა განსხვავდებოდა სერიული ოთხ ან ექვს ცილინდრიანისგან. ამასთან, ძლიერი ძრავის გამო აუცილებელი იყო ორი გამოსაბოლქვი მილის დაყენება. თუმცა, კონსტრუქტორები შეძლებისდაგვარად ნიღბავდნენ მათ ისე, რომ გარედან მხოლოდ ერთი მილი ჩანდა. ![]() ![]() ამგვარი "გაძლიერებულ" ვოლგებს ძირითადად უცხოელებისთვის სათვალთვალოდ იყენებდნენ. ჩამოსული ჟურნალისტები და საელჩოს წარმომადგენლები, როგორც წესი უცხოური მანქანებით დადიოდნენ, რომლებსაც ჩვეულებრივი "ვოლგა" ვერ დაეწეოდა. КГБ-ს თანამშრომლებს ყველაზე მეტად აინტერესებლდათ მანქანები ინდექსით Д004 ანუ ამერიკელი ელჩები. ამგვარ ნომრებში ასოები, როგორც წესი, აღნიშნავდა მფლობელის პროფესიას, ციფრები კი - ქვეყანას. ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. სტალინის პირადი მანქანის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის მიღმა ![]() 2. 11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ეს ცოტამ თუ იცის! ![]() 3. რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარცხნივ, ზოგში კი - მარჯვნივ - დაფიქრებულხართ? ![]() 4. ნაცისტების საიდუმლო იარაღები, რომლებსაც მსოფლიო ისტორიის შეცვლა შეეძლო - ის, რაც დიდხანს დაფარული იყო ![]() 5. 7 ყველაზე შორი და ზუსტი სნაიპერული გასროლა ისტორიაში - ეს დაუჯერებელია! ![]() 6. როგორ ასწავლიდნენ ფაშისტები ძაღლებს წერა-კითხვას - შოკისმომგვრელი ფაქტი! ![]() 7. 10 ყველაზე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია ХХ საუკუნიდან დღემდე ![]() 1671 3-ს მოსწონს
|