შოუბიზნესი ტესტი:რამდენად კარგად გახსოვთ ვახტანგ კიკაბიძის შემოქმედება?ცნობილ მომღერალს და მსახიობს 80 წელი შეუსრულდა 2018, 19 ივლისი, 13:44 ![]() დღეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მომღერალს, მსახიობს, რეჟისორს და სიმღერების ავტორს, ვახტანგ(ბუბა) კიკაბიძეს. დაიბადა 1938 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისში. გაიზარდა ვერის უბანში, მამა ფრონტზე დაეღუპა, ბავშვობაში საკმაოდ ცუდად სწავლობდა, რამდენჯერმე კლასში ჩარჩა, მე-8 კლასში ე.წ. "მგლის ბილეთი" მისცეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი ხანობა მშენებლობაზე მუშაობდა, ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, შემდეგ უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდა, სწორედ აქ დაიწყო მისი, როგორც მომაღერალ-მუსიკოსის კარიერა. განსაკუთრებით დიდი პოპულარობა ხვდა წილად ანსამბლ "ორერაში" მოღვაწეობის დროს. 70-იანი წლებიდან კი დაიწყო წარმატებული სოლო კარიერა, პარალელურად, იღებდნენ ფილმებშიც. ნათამაშევი აქვს 25-მდე როლი ფილმებში. 80-იან წლებში კიკაბიძე მოგვევლინა როგორც რეჟისორი და სცენარისტიც. ვახტანგ კიკაბიძეს 20-მდე ალბომი აქვს გამოცემული. ![]() 2008 წელს რუსეთმა ვახტანგ კიკაბიძეს გადასცა "მეგობრობის ორდენი"(Орден Дружбы), თუმცა მსახიობმა მის მიღებაზე უარი განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო. გასულ თვეში ვახტანგ კიკაბიძის გარშემო რუსეთში აგორდა სკანდალი მას შემდეგ, როდესაც გერმანულ გამოცემა Deutsche welle ინტერვიუში არტისტმა განაცხადა, რომ ძალზე გაუხარდა საბჭოთა კავშირის დაშლა და ვერ იტანდა საბჭოთა გერბს "ნაგალი და ურო"–ს.(იხილე სტატია:ვახტანგ კიკაბიძის განცხადებამ საბჭოთა კავშირზე რუსეთში გაღეზიანება გამოიწვია) ახლა კი ტესტი -ვიქტორინა: "რამდენად კარგად გახსოვთ ვახტანგ კიკაბიძის შემოქმედება?" ტესტში 10 კითხვაა და სამი სავარაუდო პასუხი. გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. 275 8-ს მოსწონს
|