x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები
თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები


1. ჰიპოფიზი (პიტუიტარული ჯირკვალი) - ის პირველად ჩნდება დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ მცხოვრებ თევზებში. ის მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ. უწოდებენ დირიჟორ ჯირკვალს, რადგან ის აკონტროლებს ორგანიზმის სხვა ჯირკვლების ფუნქციონირებას. მისი სიგრძე დაახლოებით 8-10 სმ, ხოლო სიგანე 10-12 სმ-ია. საკმაოდ დიდი ჯირკვალია. ჰიპოფიზი იყოფა 2 მთავარ ნაწილად - ესაა ადენოჰიპოფიზი (წინა წილი) და ნეიროჰიპოფიზი (უკანა წილი).

1) ადენოჰიპოფიზი გამოყოფს შემდეგ 5 ჰორმონს:

1. ზრდის ჰორმონი - მთელი სხეულის ზრდა და უჯრედთა დიფერენციაცია.


2. ადრენოკორტიკოტროპინი (კორტიკოტროპინი) - გლუკოზის, ცილების და ცხიმების მეტაბოლიზმი ორგანიზმში.

3. თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (თიროტროპინი) - აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლიდან თიროქსინის და თრიიოდთირონინის გამოყოფას, რაც თავის მხრივ მოქმედებენ უჯრედშიდა ქიმიური რეაქციების სიჩქარეზე მთელ ორგანიზმში.

4. პროლაქტინი - იწვევს სარძევე ჯირკვლების განვითარებას და ლაქტაციას (რძის გამომუშავებას).

5. ფოლიკულმასტიმულირებელი (მალუთეინიზებელი) ჰორმონები მოქმედებენ გონადების ზრდაზე და მათს ჰორმონულ და რეპროდუქციულ ზრდაზე.


2. ნეიროჰიპოფიზი კი გამოყოფს 2 ჰორმონს:

1. ანტიდიურეზულ ჰორმონს - ვაზოპრესინს, რომელიც შარდვის მეშვეობით ორგანიზმიდან წყლის გამოყოფას აკონტროლებს და ამ გზით განსაზღვრავს წყლის კონცენტრაციას ორგანიზმში.

2. ოქსიტოცინს, რომელიც ხელს უწყობს ძუძუს წოვების მომენტში, სარძევე ჯირკვლებიდან ძუძუს თავებისკენ რძის გადაადგილებას.


ჰიპოფიზი


2. ეპიფიზი (გირჩისებრი სხეული) - ის ჩნდება დაახლოებით 405 მილიონი წლის წინ. ეპიფიზი შუამდებარე ტვინშია მოთავსებული, არეგულირებს სასქესო ჯირკვლების განვითარებას და მათ მიერ ჰორმონების სეკრეციას. ასევე ეპიფიზი აკონტროლებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას. ეპიზი ასევე გამოიმუშავებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას მელატონინს.


ეპიფიზი


3. ნერვული კვანძი (ბაზალური განგლია) - იგივე ბაზალური კვანძი არის სუბკორტიკული ბირთვი, რომელიც ჩამოყალიბდა დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ. ის ყველა ხერხემლიანის ტვინის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის რა თმა უნდა ადამიანისაც. ნერვული კვანძი დიდი ტვინის სიღრმეში მდებარეობს. ის მჭიდროდაა დაკავშირებული თავის ტვინის ქერქთან, თალამუსთან და ტვინის ღეროსთან, ისევე როგორც ტვინის სხვა რამდენიმე ნაწილთან. ბაზალური განგლია ასრულებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას:

1. ნებაყოფლობითი მოტორული მოძრაობების კონტროლი

2. პროცედურული სწავლება

3. ქცევის დასწავლა

4. თვალის მოძრაობები

5. შემეცნება და

6. ემოციები


ნერვული კვანძი (ბაზალური განგლია)


4. ამიგდალა (ნუშისებრი ჯირკვალი) - ეს ჯირკვალიც დაახლოებით ადრეულ ხერხემლიანებში წარმოიქმნა 500 მილიონი წლის წინ. ის მდებარეობს საფეთქლის წილის სიღრმეში. რეალურად ის წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ბაზალური ბირთვების ერთობლიობას. თითოეულ ჰემისფეროში თითო ამიგდალაა. მარჯვენა ამიგდალას ელექტრული სტიმულაცია იწვევს ნეგატიურ ემოციებს, მაშინ როცა მარცხენა ამიგდალას სტიმულაციისას შესაძლოა ორივენაირი ემოციები იქნას გამოწვეული, სასიამოვნოც და უსიამოვნოც.ამიგდალას კავსირი ჰიპოთალამუსთან განაპირობებს მის ზეგავლენას ორგანიზმის ენდოკრინულ სისტემაზე და რეპროდუქციულ ქცევაზე. მისი ფუნქციონირების მოშლა იწვევს სხვადასხვა შიშებს და ემოციურ აშლილობას.


ამიგდალა (ნუშისებრი ჯირკვალი)


5. ჰიპოკამპი - დაახლოენით ჰიპოკამპიც 500-480 მილიონი წლის წინ ჩნდება. (ბერძნულად ჰიპოკამპი ზღვის ურჩხულს ნიშნავს). ეს სახელი დაერქვა იმიტომ რომ მისი ფორმა ზღვის ცხენს მოგვაგონებს. ეს არის საფეთქლის წილის ფუძეში თავის ტვინის ნახევარსფეროს ხვეული. ის მონაწილეობს ემოციურ რეაქციებში და მეხსიერების მექანიზმებში. ჰიპოკამპი ძალიან რეაგირებს სისხლში ჟანგბადის დაქვეითებაზე. ასევე რეაგირებს სტრესზე. ჰიპოკამპი ტვინის იმ იშვიათ ნაწილთაგანია, რომელიც ნერვული ღეროვანი უჯრედების წყაროა.


ჰიპოკამპი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1101
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0