x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საოჯახო  აფთიაქის 15 წამალი ნებისმიერი სიტუაციის გასამკლავებლად!
image

საოჯახო აფთიაქი ნებისმიერ ოჯახში უნდა იყოს - ეს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება.




სტატისტიკის მიხედვით, საყოფაცხოვრებო ტრამვების და მოწამვლის უმრავლესობა ხდება სახლში და ამიტომ ექიმების მოსვლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დახმარების აღმოჩენა, მათ შორის სწორად შერჩეული მედიკამენტებით.



აქ შერჩეულია წამლების კრებული, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს საოჯახო აფთიაქში, რათა ოპერატიულად მივიღოთ ზომები ნებისმიერი სიტუაციის დროს.







ტემპერატურა და ყელის ტკივილი




image






პირველ რიგში, საოჯახო აფთიაქში უნდა იყოს თერმომეტრი - რა თქმა უნდა ელექტრონული. ის უფრო ზუსტია, უსაფრთხო და გაცილებით მარტივი მოსახმარებელი. მაგრამ გახსოვდეთ: ტემპერატურის დაწევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 38 გრადუსს გადასცდა.

პარაცეტამოლი: უმჯობესია ფხვნილად ან სიროფის სახით, ვიდრე აბები - ასე უფრო სწრაფად იმოქმედებს.

მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პარაცეტამოლი მხოლოდ და მხოლოდ აჩერებს სიმპტომებს და არ კურნავს. ამიტომ, მაღალი ტემპერატურისას მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს მკურნალობის დასანიშნავად.



ინტერფერონი: ის გამოიყენება გაციების და გრიპის პროფილაქტიკისათვის, განსაკუთრებით ეპიდემიის პერიოდში. თუ გრძნობთ, რომ ზედმეტად შეგცივდათ ანფერი დაგისველდათ, მიიღეთ აბი - და აღარ გახდებით ავად.





ტრავმები




image




ქლორგექსიდინი: ფართო მოქმედების ეს ანტისეპტიკი გამოდგება ჭრილობების, დამწვრობის, მწერების ნაკბენების დასამუშავებლად.



წყალბადის ზეჟანგი: ეხმარება სისხლის შეჩერებაში (მცირე ზობის სისხლდენისას) ჭრილობის დამუშავებისას.




პანტენოლი:


შეუცვლელი საშუალება დამწვრობისას. თერმული დაზიანების დროს დამწვარი ადგილი 10 წუთით უნდა გვეჭიროს ცივი წყლის ქვეშ, შემდეგ დავამუშაოთ პანტენოლით, გადავახვიოთ (საფენად გამოდგება ცელოფანი) და წავიყვანოთ ექიმთან.


.


ნებისმიერი მალამო ბაციტრაცინით: ეს მალამო გამიყენება იოდის ან „ზელიონკის“ ნაცვლად ჭრილობების სწრაფი შეხორცებისთვის - აქვს მაღალი ეფექტურობა.





მარლა, ბამბა, ხელთათმანები, სამედიცინო პლასტირი, რეზინის ჟგუტი - ჭრილობების შესახვევად. ჟგუტი ედება იმ შემთხვევაში, როდესაც ჟრილობა ღრმაა- და დაუყოვნებლივ მიდიხართ ექიმთან.




მოწამვლა და პრობლემები საჭმლის მონელებასთან



image





პოლისორბი:

ფართო მოქმედების სპექტრის მქონე პრეპარატი, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები. გაცილებით ეფექტურია ვიდრე აქტივირებული ნახშირი და უსაფრთხოც -გამოიყენება ბავშვებში და ფეხმძიმე ქალებისთვის.





პანკრეატინი: პრეპარატი, რომელიც ეხმარება თქვენს კუჭქვეშა ჯირყვალს საჭმლის მონელების პროცესში.



ტკივილი და სპაზმი




image



ტონომეტრი: თავის ტკივილი - მაღალი ან დაბალი წნევის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტონია. ამიტომ, ტკივილის დროს პირველ რიგში უნდა გაიზომოთ წნევა და გამორიცხოთ ჰიპერტონია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ წამლები.






კაპტოპრილი: ეს პრეპარატი იმათ საოჯახო აფთიაქშიც კი უნდა იყოს, სადაც არ აწუხებთ წნევის პრობლემები.

ის ეხმარება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ჰიპერტონული კრიზის შედეგების მოხსნაში.



ასპირინი: ეს პრეპარატი ეხმარება თავის, კბილის, მენსტრუალური, კუნთების და სახსრების ტკივილისას. მაგრამ მნიშვნელოვანია დაიცვათ დოზა -ასპირინით მოწამვლა ძალიან საშიშია.




ვალერიანის ან შავბალახას (პუსტირნიკი) ექსტრაქტი: ეხმარება თავის ტვინის სპაზემების მოხსნას. და რა თქმა უნდა ამშვიდებს.





ალერგია




image



ცხვირის წვეთები ოქსიმეტაზოლინით: ეს კაპილარების შესავიწროვებელი წვეთები ეხმარება შეშუპების მოხსნაში ნებისმიერი სურდოს დროს, როგორც გაციების ასევე ალერგიის დროს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მუდმივად მისი გამოყენება არ შეიძლება.

ლორატადინი: ანტიჰისტამინური საშუალება, რომლის ერთ-ერთი უდავო უპირატესობა არის ისეთი ჩვეულებრივი უკუჩვენებების არ არსებობა, როგორიცაა ძილიანობა და ყურადღების მოდუნება.




***




იხილეთ ასევე:





1. კრიტიკული დღეები ტკივილის გარეშე: 9 მარტივი მეთოდი

2. პატარა სასწაული ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის. ამის შემდეგ თქვენ ყოველ დღე შეჭამთ მწყრის კვერცხებს




3. ანგინის სწრაფი მკურნალობა ანტიბიოტიკების გარეშე!




***





1
459
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
459
  
2018, 15 ივლისი, 13:37
საინტერესო სტატიაა, ერთადერთი რა რჩევასაც მივცემდი ჰიპერტონიკებს ესაა: კაპტოპრილს ახასიათებს რიკოშეტული მოქმედება ანუ პირველ ეტაპზე მიღების მერე შესაძლებელია წნევამ მოიმატოს.
0 1 1