x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთის პარლამენტის ბარში მომუშავე გოგონამ აღიარა,რომ 30-ზე მეტი დეპუტატი თუ მინისტრი მასზე სექსუალურ ზეწოლას ახდენდა
imageალისა ბეილი თითქმის ოთხი წელიწადი მუშაობდა პარლამენტის სპორტულ-სოციალურ ბარში.25 წლის ახალგაზრდა ქალი აღიარებს, რომ ბევრი პარლამენტარი "უსიამოვნო გარყვნილი ბებერის" ეპითეტს იმსახურებს.


გოგონა აღნიშნავს, რომ 30-მდე დეპუტატმა შესთავაზა სექსი, ხოლო ერთ-ერთი დეპუტატმა სახლამდე სდია და თან ავტობუსში ხელებიც უთათუნა.

image

მის ბეილიმ 19 წლის ასაკში დაიწყო ბარში მუშაობა და როგორც თვითონ ამტკიცებს ამ ხნის განმავლობაში რეგულარულად აწუხებდნენ მინისტრები.



"თავიანთი წარმოსახვით ისინი საკუთარ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ, იმიტომ, რომ მე ვიყავი ძალზე ახალგაზრდა გოგონა, ისინი კი საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევნდნენ და მათი აზრით ადვილად ხელში ჩასაგდები ვიყავი"-განაცხადა ალისამ the Sun: -თან ინტერვიუში.

image

გოგონამ აღნიშნა, რომ SNP-ს(შოტლანდიის ნაციონალური პარტია)ერთ-ერთმა დეპუტატმა ბარში პირველ სამუშაო დღესვე შესთავაზა სექსი, ხოლო ერთმა ვეტერანმა ლეიბორისტული პარტიიდან სახლამდე სდია 12 კათხა ლუდის დალევის შემდეგ და თან ავტობუსში ხელებს უთათუნებდა.


'ბებერი გარყვნილები, ისინი ყველანი ცოლიანები იყვნენ და სულ მცირე ორჯერ ჩემზე უფროსები"-აღნიშნავს ბეილი.

image

მის ბეილის აღიარება არის გაგრძელება იმ სკანდალისა, რომელიც ამ ბოლო ორ კვირის განმავლობაში ხდება ბრიტანეთის პარლამენტში, ორმოცამდე დეპუტატი შეყვანილია "შავ სიაში", რომლებიც შემჩნეულები არიან სექსუალური ხასიათის გარყვნილ ქმედებებში.


გასულს სამშაბათს, როგორც ცნობილია თავი მოიკლა უელსის მთავრობის მინისტრმა კარლ სარჯენტმა, გარდაცვალებამდე მინისტრს სამმა ქალმა მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც 3 ნოემბერს სარჯენტის თანამდებობიდან გააანთავისუფლეს.

49 წლის კარლ სარჯენტი ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო. მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო შიდაპარტიული გამოძიებაც დაიწყო.

image



1
86
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
86
  
2017, 9 ნოემბერი, 17:04
მერე და რას მუშაობენ? რაკი იღებენ ამხელა ტვირთს, იმუშაონ ბარში მიმტანად, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მსგავსი შედეგები აუცილებლად იქნება, აუცილებლად! არა მარტო საზღვრებს გარეთ, საქართველოშიც არის მსგავსი ძალიან ბევრი შემთხვევა როგორც სახელმწიფო პირების, ასევე სასულიერო პირების მხრიდანაც და გულსატკენია ძალიან :( მარხვაში ხინკლები უჭამიათ და მიმტან გოგონებს საჯდომზეც წაუტათუნებენ ხოლმე. :(
0 1 1