x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
არსებობს თუ არა საგვარეულო წყევლა?
image


ბნელ წვიმიან ღამეს გენუის ციხის კარიბჭეს ორი ბერმონაზონი მიადგა.ისინი შეუშვეს და მისაღებ ოთახში მიაცილეს, მოულოდნელად ბერებმა ხანჯლები იშიშვლეს და მოსამსახურეები დახოცეს, შემდეგ კი ციხე-სიმაგრის მფლობელსაც გაუსწორდნენ..


ასე და ამგვარად, ХIII საუკუნეში იტალიური კლანის წარმომადგენლებმა, -გრიმალდებმა მოტყუებით ჩაიგდეს ხელში მონაკოს სამთავრო.ცოტა მოგვიანებით გრიმალდების პირველმა პრინცმა რენემ უსინდისოდ ნამუსი ახადა და ღირსება შეულახა გლეხის გოგონას.ამ გოგომ შეულოცა და გრიმალდების საგვარეულო სამარადისოდ დაწყევლა.ამის შემდეგ ამ გვარს არასდროს არ გაუხარია, თაობიდან თაობას გადაეცემა დევნა, ჩხუბი, განქორწინება და ნაადრევი სიკვდილი.



ასტროლოგ პაველ გრობამ გაანალიზა და დაასკვნა, რომ კენედების გვარიც დაწყევლილია.აგრეთვე საგვარეულო წყევლა რომანოვების დინასტიასაც შეეხო.


მჭიდრო კავშირები-პარაფსიქოლოგებისთვის ცნობილია, რომ ახლო ნათესავებს ერთმანეთთან "უხილავი ძაფები" აკავშირებს, -ბიოენერგეტიკული ველი, დედა გრძნობს შვილის ტკივილს, რომელიც მისგან შორსაა, ერთი ტყუპისცალი შეიძლება მოკვდეს მას შემდეგ, რაც მისი მეორე ტყუპისცალი ძმა გარდაიცვლება, თუნდაც მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდეს.


"საგვარეულო წყევლა"-ეს არის ენერგეტიკული კავშირი, რომელიც დროშია გავრცობილი-ამტკიცებს ფსიქოლოგი ვალერი გუზეევი, -უფროსი ზრდასრული თაობა შვილებს და შვილიშვილებს გადასცემს მათ ფსიქიურ და სულიერ მდგომარეობას, ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობისკენ მიდრეკილება, სუიციდი და ა.შ.ხდება გაუცნობიერებელი პროგრამირება; ბავშვი იწყებს ისე ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდნენ მისი მშობლები, (თუნდაც თვალით არ ყავდეს ნანახი მშობლები და ბავშვთა სახლში იზრდებოდეს.)იგი ირჩევს მსგავს ცხოვრების მეგზურს, წინაპრების მსგავსად ხვდება იგივე სიტუაციაში, მან როგორც სარკეში, ისე შეიძლება დაინახოს მომავალში ის პრობლემები, რომელიც მას მომავალში ელოდება."


გენი-შეიძლება იყოს დამნაშავე მხოლოდ მძიმე მემკვიდრეობა და აღზრდა?


"როგორ ავხსნათ ის შემთხვევები, როდესაც ბავშვი ვერ ხედავს თავის მშობლებს, მაგრამ ზუსტად იზიარებს მათ ბედს? - სვამს კითხვას გუზეევი, - ზოგიერთმა კვლევებმა (აკადემიკოსი პეტრე გარიაევი, ძიან კანჟენა და სხვები) აჩვენა, რომ გენში არ იწერება ყველა ინფორმაცია. ნაწილი მოდის გარედან. ალბათ ელექტრომაგნიტური ველის სახით. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მთელი ცხოვრების კულტურა არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომლის ელემენტებიც ერთმანეთში ურთიერთქმედებენ.


როგორ მოვხსნათ წყევლა?-საკმარისია მიმართოთ რელიგიას და იყოთ მოწყალეები, დაიცვათ მცნებები, გიყვარდეს მოყვასი შენი, პირველ რიგში გადაწყვიტო არა შენი, არამედ შენი ახლობლების პრობლემები.

image

"დაწყევლილი ადამიანი ყოველთვის თქვენი ოჯახის წევრია, მნიშვნელობა არა აქვს თუ სად იმყოფება იგი, მას სჭირდება დახმარება და ჩვენ არ უნდა გავექცეთ პრობლემებს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიტუაცია შევცვალოთ"-ამბობს დასასრულს ვალერი გუზეევი.

0
456
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0