x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ეზოში ავი ძაღლია» – აბრის მიღმა
image


ჩვეულებრივ, ღობეზე გაკრული აბრა, გამაფრთხილებელი წარწერით: «ეზოში ავი ძაღლია», კერძო საკუთრების დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. კერძო ორგანიზაციებს ყოველთვის აქვთ სპეციალური დაცვის სისტემა, რომელსაც დაცვის პოლიცია აკონტროლებს, ხოლო სახლს-კარს და ეზოს, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის საყვარელი ძაღლი დარაჯობს. და ეს თუ ასეა, ძაღლის პატრონის ვალია, «ავი ძაღლის» არსებობის შესახებ, ირგვლივმყოფები გააფრთხილოს.


imageimage


ამის გაკეთების ყველაზე მარტივი საშუალება, რა თქმა უნდა, აბრის გაკეთებაა, შესაბამისი წარწერით.


imageimage


აბრა «ფრთხილად, ავი ძაღლია» აუცილებლად უნდა ეკიდოს კერძო სახლის და საწარმოს ღობეზე, თუ ის ცხოველების დაცვის ქვეშ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, თუ ვინმე შეეცდება ტერიტორიაზე შეღწევას, ეცოდინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.


imageimage


ასეთი აბრის გარეშე, დაზარალებულმა, შეიძლება პატრონს უჩივლოს იმის გამო, რომ მას არ შეატყობინეს საფრთხის შესახებ და ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვოს.



imageimage


ამიტომ, თუ ეზოში ძაღლია, პატრონმა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს და ღობეზე შესაბამისი შინაარსის აბრა მიამაგროს.


imageimage
ტექსტი მარტივი შინაარსის უნდა იყოს და ადვილად იკითხებოდეს.


imageimage


ხოლო უცხოელებისთვის და ბავშვებისთვის, რომლებმაც ჯერ კითხვა არ იციან, დამატებით, ძაღლის გამოსახულებაც უნდა იყოს.


imageimage

image


«ფრთხილად, ეზოში ავი ძაღლია» – როდესაც ღობეზე ამ წარწერას ვხედავთ, თვალწინ დიდი ზომის გაალმასებული, ეშვებიანი ძაღლი წარმოგვიდგება. მაგრამ, სინამდვილეში, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის და ეზოში დიდი ძაღლის ნაცვლად, შეიძლება, მაგ., პუდელი დარბოდეს ან იქნებ... კატა თბებოდეს მზეზე. თუმცა, ვინ იცის?!


image

imageimage

imageimageimage


0
348
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0