x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508686
პოზიტიური აზროვნების განვითარების 9 მეთოდი

image

image

პოზიტიური აზროვნება — გზა არის თავისუფლების, ცხოვრების ახალი დონის, პირადი წარმატების და ზრდისკენ. ჩვენი მომავალი — ჩვენი დღევანდელი აზროვნების შედეგია. ამიტომ, პოზიტიური აზროვნების პრაქტიკა — რეალობის ფორმირების ის ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

imageimage

image

1. ჩაიწერეთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

მადლობა გადაუხადეთ იმ ადამიანებს, ვინც დაგეხმარათ ან კეთილგანწყობა გამოიჩინა თქვენს მიმართ.
2. გაიღიმეთ ყოველდღე.

ღიმილი სიგნალს უგზავნის ტვინს, რომ ბედნიერები ვართ. ხოლო, როდესაც ბედნიერები ვართ, ორგანიზმი ენდორფინებს გამოიმუშავებს, რომელიც კარგ გუნება-განწყობაზე გვაყენებს.

3. დაკავდით მედიტაციით, თუნდაც 30 წთ. დღეში.

“მზე მხოლოდ ხეებისთვის და ყვავილებისთვის არ ანათებს. ის ყველას სიამოვნებისთვის არის" – მედიტაციის დროს, მსგავსი აზრები, ტვინის დამუხტვას იწვევს.
4. მოახდინეთ თქვენი ოცნების ვიზუალიზირება!

დახატეთ ფურცელზე რაც გულით გინდათ და დღეში 5 წუთი უყურეთ მას და წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ. გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც ქვეყანაზე არსებობს, ოდესღაც ვიღაცის ოცნება იყო.
5. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

მიირთვით მხოლოდ სასარგებლო საკვები, დასვენებისთვისაც გამოყავით დრო. რთულია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, თუ სრულიად გამოფიტული და დაღლილი ხართ.
6. გამოიყენეთ პოზიტიური მტკიცებულებები და ყოველდღიურად წაიკითხეთ პოზიტიური მოთხრობები და აფორიზმები.

ცხოვრება — სურათი არის, რომელსაც ჩვენ ვხატავთ, და არა მათემატიკის ამოცანა, რომელიც უნდა ამოვხსნათ!

7. ყოველთვის აკონტროლეთ საკუთარი სხეულის მდგომარეობა და მიმიკები:

იჯექით გამართული;

გაიღიმეთ;

ლაღად, სიამაყით იარეთ;

ღრმად ისუნთქეთ.

შენიშვნა: სცადეთ ეს თუნდაც ამ სტატიის კითხვის დროს და განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ.
8. გააკონტროლეთ ემოციები: ნეგატიური ემოციები – ნეგატიური აზრების არსებობაზე მიუთითებს.

9. ყოველთვის პოზიტიური ადამიანების სიახლოვეს იტრიალეთ, რომლებიც თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე

რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში

6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს

ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია

ძალიან სასარგებლო რჩევები, პოზიტიური განწყობისთვის

image

0
88
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0