x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ადამიანთა უმეტესობა ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად არასწორ გზებს მიმართავს
ცხვირიდან სისხლდენა - ეს არის ძალიან გავრცელებული პრობლემა. ის ხშირად ხდება ტრავმების გამო, წნევის ცვლილებისა და ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო. კაპილარებს აქვთ ძალიან მყიფე კედლები და ისინი მდებარეობენ ზედაპირთან ახლოს, შესაბამისად მათი დაზიანება მარტივია.

imageროგორ შევწყვიტოთ სისხლდენა რაც შეიძლება სწრაფად?



1. არასდროს არ გადაწიოთ თავი უკან! ამ დროს სისხლის ნაკადი მიემართება ყელისკენ და თქვენ შესაძლოა დაიხრჩოთ. გარდა ამისა, სისხლის მოხვედრამ საყლაპავში შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება!
2. დაჯექით ან დადექით ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში და დახარეთ თავი ქვემოთ. მოუჭირეთ თითები ნესტოებს და ისუნთქეთ პირით. image3. არ ისაუბროთ და არ გადაყლაპოთ ნერწყვი.
4. თუ შეგიძლიათ, დაიდეთ ცხვირზე ყინული ან ნებისმიერი ცივი რამ.image

მას შემდეგ, რაც სისხლდენა შეჩერდება, არ დაიტვირთოთ ფიზიკურად და მინიმუმ ერთი საათი.


image

მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ! თუ სისხლდენა არ შეჩერდა გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება: ხანგრძლივ სისხლდენად ითვლება სისხლდენა როდესაც ის 30 წუთის განმავლობაში არ შეჩერდება; ასევე თუ თავს გრძნობთ სუსტად და თავბრუსხვევას განიცდით - აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ შემდგომში უფრო სერიოზული პრობლემები აირიდოთ თავიდან.

0
333
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0