x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია

როგორ შეიძლება ავტობუსში და მეტროში მოხუცის განაწყენება ნორვეგიაში? რატომ არ შეიძლება ჩინეთში ყვავილების ჩუქება სახლის დიასახლისისთვის? რამდენად ჭკვიანები არიან დათვები და როდის მოკლეს ინგლისში უკანასკნელი მგელი? – ეს და კიდევ სხვა, ყველაზე წარმოუდგენელი ფაქტები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ისტორიული ეპოქიდან:


1. სანტა კლაუსის ირმებს მამრობითი სქესის წარმომადგენლების სახელები ჰქვიათ (Dasher (დეშერი), Dancer (დენსერი), Prancer (პრენსერი), Vixen (ვიკსენი), Comet (კომეტი), Cupid (კიუპიდი), Donder (დონდერი), Blitzen (ბლიტცერი) და Rudolph (რუდოლფი)). მაგრამ, საქმე იამშია, რომ ჩრდილოეთის ირმებს, რომლითაც სანტა მოგზაურობს, როგორც ხარს (მამალს) ისე ფურს (დედალს), რქები აქვს და ზამთრის პერიოდში, ზრდასრულ ხარ ირმებს რქები უკვე მოცვლილი აქვთ. ისინი მას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იცილებენ (ქორწინების სეზონის ბოლოს), ხოლო ფურ ირმები – რქებს მაის-ივნისში იცვლიან. ასე რომ, სანტას მარხილში დედალი ირმები ჰყავს შებმული, რომლებსაც მამალი ირმების სახელები ჰქვიათ.

image


2. აშშ-ში არ არის მიღებული ქალის ნაცვლად რესტორანში გადახდა. მიიჩნევენ, რომ ამით მამაკაცი თავის ფინანსურ უპირატესობას გაუსვამს ხაზს და ამით შეურაცხყოფას მიაყენებს მას.


image


3. ჩინეთში მიღებული არ არის, სტუმრობის დროს, სახლის დიასახლისისთვის ყვავილების მიტანა. რადგან ითვლება, რომ ყვავილების მიტანით, სტუმარი მასპინძელს აგრძნობინებს, რომ მისი სახლი ულამაზოა და ყვავილები გასაფორმებლად მიიტანა.


image


4. ნიუ-ჯერსის (აშშ) პლაჟებზე მამაკაცის საცურაო კოსტუმი 1937 წლამდე აკრძალული იყო, იმ მოტივით, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდოდა საკუთარ პლიაჟებზე “გორილების” ნახვა.


image


5. პირველი ხელოვნური ნაძვის ხე გერმანიაში დაამზადეს, ბატის შეღებილი ბუმბულებისგან.


image


6. ნორვეგიაში, საზოგადო ტრანსპორტში, არ არის მიღებული მოხუცებისთვის ადგილის დათმობა. ითვლება, რომ ამით ახალგაზრდა თავისი ფიზიკური მონაცემების უპირატესობის წარმოჩენას ახდენს.


image


7. 1870 წლამდე ბავშვის ხელოვნურად მოცილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება, საღი კბილის ამოღება იყო. ითვლებოდა, რომ ტკივილი, რომელსაც კბილის ამოღების დროს განიცდის ადამიანი, მუცლის მოშლის პროვოცირებას იწვევდა.


image


8. ძველ რომში პლასტიკური ქირურგია იყო განვითარებული და ამ დარგის სპეციალისტების პაციენტები მამაკაცები იყვნენ. ისინი ზურგიდან შრამებს იცილებდნენ, რადგან ზურგზე შრამის არსებობა, დიდ სირცხვილად ითვლებოდა – ეს იმას ნიშნავდა, რომ ბრძოლის დროს, მეომარი მტერთან ზურგით მიბრუნდა.


image


9. ცნობილია დათვის მიერ ხაფანგთან ქვების მიტანის შემთხვევები, რომ მისი დახურვის შემდეგ, ხაფანგში მოთავსებული სატყუარა მშვიდად ეჭამა.


image


10. ბრიტანეთის არმიში ხიშტი ხმარებიდან ოფიციალურად 1927 ამოიღეს.


image


11. საუკუნეების წინ, ბევრ მეზღვაურს ყურზე ოქროს საყურე ეკეთა, რომ მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში, საკუთარი თავის ღირსეული დაკრძალვა უზრუნველყოთ.


image


12. 1500 წელს უკანასკნელი მგელი მოკლეს ინგლისში, 1770 წ. – ირლანდიაში, 1772 წ. – დანიაში.


image


13. ბრიტანული ფლოტის კანონის მიხედვით, ზღვაოსნობის დროს გარდაცვლილი მეზღვაური, ტომარაში უნდა ჩაეკერათ და ბოლო გვირისტს მიცვალებულის ტუჩებზე უნდა გაევლო, რომ ბოლომდე დარწმუნებულები ყოფილიყვნენ ადამიანის გარდაცვალების ფაქტში.


image




14. წერილობითი წყაროების მიხედვით, ძველ რომში, ახალშობილი უსულო საგნად ითვლებოდა. ის მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა ადამიანი, რაც 6 თვის ასაკს მიაღწევდა. ხოლო მანამდე, ბავშვი საგანი იყო და მისი მოკვლისთვის არავინ ისჯებოდა.


image


image



თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ყველაზე შეშლილი მეცნიერები კაცობრიობის ისტორიაში: ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი, შოტლანდიელი ყასაბი, «სიკვდილის ანგელოზი»...

* ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?!

* უცნაური ობიექტი კავკასიონზე

* ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს

* ჰკითხეთ აბა, თქვენს სტომატოლოგს, შეუძლია ამის გაკეთება? – ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის სტომატოლოგია

* ტყუილები, რომლებსაც სკოლაში გვასწავლიან და მთელი ცხოვრების მანძილზე გვჯერა

* უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

0
807
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
807
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0