x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ახალი წელი 2017. ნაწილი II – საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად და საახალწლო სამოსი ქალის, კაცის და ბავშვებისთვის

სად და როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2017 წელს


დამდეგი წლის სიმბოლო ცეცხლოვანი მამალი არის. მისი სიმპათიები და ანტიპათიები ბევრად განსაზღვრავს მოვლენების ხასიათს, რომლებიც მომდევნო 12 თვის მანძილზე მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ, საუკეთესო სტრატეგია იქნება 2017 წლის სწორედ შეხვედრა, რომ მამალი კმაყოფილი დარჩეს ჩვენი კარგი დასაწყისით. მამლის რეკომენდაციით კი — კარგი იქნება, თუ ახალ წელს ოჯახის წრეში, ახლობელ ადამიანებთან ერთად შევხვდებით.


image

image

image

image

რა უნდა ჩავიცვათ ახალ წელს


საახალწლო სამოსის არჩევა – ადვილი არ არის. ის გარკვეულ ძალისხმევას, მოთმინებას და ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებს. იმისთვის, რომ დამდეგი ახალი წლისთვის საფუძვლიანად მოვემზადოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა იქნება მოდაში 2017 წლის დასაწყისში და რა მოეწონება მომავალი წლის სიმბოლოს – წითელ ცეცხლოვან მამალს, რა სტილის და ფერის სამოსის არჩევა არის საჭირო.


ახალი 2017 წლის მოდის ტენდენციები


ცეცხლოვან მამალს ძალიან რთული ხასიათი აქვს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას, და ასევე, ყურადღებას აქცევს, თუ როგორ არის ჩაცმული მისი მეწყვილე. მომავალ წელს, მამალი კეთილი თვალით იმას შეხედავს, ვინც მზად იქნება სიახლეებისთვის, შეძლებს ტემპის დაჭერას, ორიენტირებს განსაზღვრავს და წინ ივლის. ასევე მას, ვისაც კლასიკური სტილის სამოსი და სამკაულები უყვარს და შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოებაში. სამოსის საშუალებით, ადამიანს შეუძლია საკუთარი პიროვნების და ხასიათის დემონსტრირება და ცხოვრებისადმი მისი შეხედულების გამოხატვა. ამიტომ, საჭიროა გონების მაქსიმალური კონცენტრაცია საახალწლო სამოსის შერჩევის დროს.



ახალი წლის მოდური ფერები


ყველაზე მოდური ფერი არის წითელი თავისი ყველა ტონალობით. შეიძლება სხვადასხვა ფერების კომბინირებაც. თუ კაბა წითელი ფერის იქნება, შეიძლება, არაორიგინალური იყოს, რადგან წითელი ფერი ყველაზე გავრცელებული ფერი იქნება ახალი წლის ღამეს. ამიტომ, აქცენტები უნდა გაკეთდეს არა წითელზე, არამედ მასთან დაახლოებულ ფერებზე, როგორიც არის: ნარინჯისფერი, ჟოლოსფერი, ბორდო და ა. შ.


image


მეორე აქტუალური ფერი, ამ ახალი წლის ღამეს, თეთრი იქნება. ეს უნივერსალური ფერია, რომლის გაზავება სხვა ფერებით და აქსესუარებით შეიძლება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი ფერი სახიფათო ფერად ითვლება, რადგან ვიზუალურად, შეიძლება, რამდენიმე კილოგრამი მოუმატოს კაბის პატრონს. ამიტომ, ისევე როგორც წითელი ფერის შემთხვევაში, შეიძლება თეთრთან დაახლოებული, ღია ფერების შერჩევა (ბეჟი, ატმის ყვავილის ფერი, ღია ყვითელი, ღია ცისფერი...) ან თეთრზე, კონტრასტული ფერების დამატება.



image


ახალი წლის ღამეს, ოქროს ფერი და ყველა მბზინავი ფერი, ასევე ძალიან მოეწონება ფუფუნების მოყვარულ მამალს.


image



რა უნდა ჩაიცვას სუსტი სქესის წარმომადგენელმა — კაბის არჩევა


ნებისმიერი საახალწლო სამოსის სტილი ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:


1. სამოსში ადამიანი ბუნებრივად და კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს;

2. კაბა არ უნდა იყოს მეტისმეტად ღია, არ უნდა აშიშვლებდეს «განსაკუთრებულ» ადგილებს და ხაზს არ უნდა უსვამდეს სხეულის ნაკლს (თუ ასეთი არსებობს). ოპტიმალური ვარიანტი იქნება კაბა დავარდნილი ქსოვილით. ის ხაზს გაუსვამს ქალურობას, სიმსუბუქეს და მისი პატრონი თავს თავისუფლად იგრძნობს.



რა უნდა ჩაიცვას ძლიერი სქესის წარმომადგენელმა


მკაცრი კოსტუმი (ან პიჯაკი მაინც) – ეს მხოლოდ მომავალი წლის სიმბოლოს, კლასიკის და ტრადიციების მოყვარულს კი არა, სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელს მოეწონება. კოსტუმის ფერის შერჩევის დროს, თავი შეიკავეთ ხაკის და მომწვანო ფერის ტონებისგან. შავი, მუქი ბორდოსფერი, მუქი ლურჯი – საუკეთესო ფერებია მამაკაცის საახალწლო სამოსისთვის.


image


რა უნდა ჩაიცვას ბავშვმა


საუკეთესო ვარიანტი პატარებისთვის სამასკარადო კოსტუმი იქნება. ბავშვისთვის ხომ ყველაზე დიდი თავგადასავალი — სხვა პიროვნებად გარდასახვა არის. თუ სამასკარადო კოსტუმი არ გინდათ, გოგონებისთვის კარგი ვარიანტია საღამოს კაბა – პრინცესობაზე ხომ ყველა მათგანი ოცნებობს? ხოლო ბიჭებისთვის — მკაცრი კოსტუმი (ჯენტლმენის აღზრდა უმჯობესია ბავშვობიდან დაიწყოთ).


image



მოდური საახალწლო აქსესუარები და სამკაულები


პირველი რჩევა, აქსესუარებთან დაკავშირებით, მის ტექსტურას ეხება. ის არ უნდა იყოს მტაცებლის ტყავით დამზადებული. მამალი არ წყალობს მას, ვინც რეალურ ცხოვრებაში მის დაჭერას ცდილობს. არ შეიძლება ასევე, ვეფხვის ან ლეოპარდის თემატიკის გამოყენება ან მელიის ბეწვის მოგდება მხარზე. საუკეთესო დანამატი საახალწლო სამოსისთვის ოქროს სამკაულები იქნება. თუ ოქრო არა, მაშინ მარგალიტი (ხელოვნურიც შეიძლება).

იმ შემთხვევაში, თუ საახალწლო სამოსი ქუდს აუცილებლობას ითვალისწინებს, მისი ბუმბულით გაფორმება, მიზანშეწონილი იქნება.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* ახალი წელი 2017. ნაწილი I – საახალწლო მენიუ

* საუკეთესო საჩუქარი ახალი წლისთვის

* გააკეთეთ საახალწლო მორთულობები მაკარონისგან - მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდი!

* ხელსახოცების დაკეცვის 50 კრეატიული იდეა, რომელიც ელეგანტურობას შესძენს თქვენს სუფრას

* თოვლის პაპა არ არსებობს!-გეყოთ ბავშვების მოტყუება!

* 3 წუთი, რომელიც სრულმეტრაჟიან ფილმზე მეტს იტევს. ეს ყველამ უნდა ნახოს!

* თბილისის ნაძვის ხე მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხეების სიაში მოხვდა

* Forbes-მა ყველა დროის ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმი დაასახელა

0
522
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0