x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სომხები ირწმუნებიან,რომ საქართველოში ბიოლოგიური იარაღი აღმოაჩინეს
imageსომხური საინფორმაციო საშუალებები და ექსპერტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის H1N1 აქტივაცია კავკასიაში და ღორის გრიპისგან გამოწვეული ათეულობით ადამიანის სიკვდილი თბილისში არსებული ამერიკელი მეცნიერის, რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის ბრალია.


სომეხი "ექსპერტების" დასკვნით ამ ლაბორატორიაში "იქმნება ბიოლოგიური იარაღი და ტარდება სახიფათო ექსპერიმენტები ადამიანებზე და ცხოველებზე."


„ეს აბსოლუტური სისულელეა. ეს ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურების
აბსოლუტური უვიცობა და სიცრუეა. მსგავს არაპროფესიულ სტატიებს მუდმივად
წერენ, მათ შორის არასერიოზულ ქართულ ვებგვერდებზეც“, -განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ.


მისი განცხადებით, გრიპის გავრცელება სომხეთში ბევრად უფრო ადრე და ინტენსიურად დაიწყო, ვიდრე საქართველოში.



"ჩვენთან ახლახან გაიზარდა გრიპის შემთხვევები, ჩვენ ჯერ კიდევ არ მივსულვართ ეპიდემიურ სიტუაციამდე, ანუ როდესაც 100 000 ადამიანზე 500 ავადმყოფი მოდის."


"ჩვენ ლაბორატორიაში მუშაობენ რუსი მეცნიერები, იქ არა მარტო ამერიკელები, არამედ გერმანელები, თურქები, სომხები და აზერბაიჯანელებიც არიან, დასამალი არაფერი გვაქვს"-დასძინა იმნაძემ.


შეგახენებთ, ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორია თბილისში 2011 წელს გაიხსნა და თავიდანვე დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია.

image



1
743
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
743
  
2016, 30 იანვარი, 14:10
რატომ არ იღებს სახელმწიფო შესაბამის ზომებს ასეთი მეზობლის საპასუხოდ?
შემოიღონ სავიზო რეჟიმი, გააძვირონ საპორტო და სარკინიგზო გადაზიდვებზე გადასახადი, გააძვირონ გაზის ტრანზიტი და მერე გაჩუმდებიან.
0 1 1