x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5)

Sketch ჯგუფის ფილტრები გამოიყენება ხატვის სხვადასხვა ხელსაწყოებითა და მასალებით (თაბაშირი, ფანქარი, ცარცი…) შესრულებული ნახატის იმიტაციისათვის. ფილტრების გამოძახება შეიძლება ბრძანებით: Filter > Sketch > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ. 1) ან მენიუ Filter > Filter Gallery.

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

I. Bas Relief (რელიეფი) ფილტრი გამოიყენება ბრტყელი რელიეფის იმიტაციისათვის. ბარელიეფის ფერი დამოკიდებულია ხელსაწყოების პანელზე დაყენებულ ძირითადი ფერის ფერზე (ნახ. 2).

შენიშვნა: ამ და ამ ჯგუფის სხვა ფილტრებით მიღებული ეფექტის ფერი, უმეტეს შემთხვევაში, დამოკიდებულია ხელსაწყოების პანელზე დაყენებული წინა და უკანა ფონის ფერებზე.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Detail (დეტალურობა) პარამეტრი განსაზღვრავს გამოსახულების დეტალების დამუშავების სიზუსტეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) ადგენს სიმკვეთრის დონეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Light Direction (სინათლე) ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია სინათლის სხივების მიმართულება: Bottom (ქვემოთ); Bottom Left (ქვემოთ და მარცხნივ); Left (მარცხნივ); Top Left (ზევით და მარცხნივ); Тор (ზევით); Тор Right (ზევით და მარჯვნივ) Right (მარჯვნივ); Bottom Right (ქვევით და მარჯვნივ).

II. Chalk &Charcoal (ცარცი და ნახშირი) ფილტრი გამოიყენება ცარცით და ნახშირით შესრულებული ნახატის იმიტაციისათვის (ნახ. 3).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Charcoal Area (ნახშირი) განსაზღვრავს ნახშირის გამოყენების დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Chalk Area (ცარცი) განსაზღვრავს ცარცის გამოყენების დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Stroke Pressure (დაწოლა) განსაზღვრავს შავი საღებავის დონეს ნახშირისთვის 0-დან 5-მდე დიაპაზონში (დაბალი მაჩვენებლის პირობებში მიიღება ნაცრისფერი ტონი, ხოლო მაღალი მაჩვენებლისას-მუქი შავი).

III. Charcoal (ნახშირი) ფილტრი გამოიყენება ნახშირით შესრულებული ნახატის იმიტაციისათვის (ნახ. 4).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Charcoal Thickness (ინტენსივობა) განსაზღვრავს შტრიხის სისქეს 1-დან 7-მდე დიაპაზონში.

Detail (დეტალურობა) ადგენს გამოსახულების დეტალების დამუშავების სიზუსტეს 0-დან 5-მდე დიაპაზონში.

Light / Dark Balance (ტონის ბალანსი) განსაზღვრავს თეთრი და შავი ფერების ზღვრულ დონეებს 0-დან 100-მდე დიაპაზონში.

IV. Chrome (ქრომი) ფილტრი გამოიყენება მბზინავი მეტალუტინივთების იმიტაციისათვის (ნახ. 5).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Detail (დეტალიზაცია) პარამეტრი განსაზღვრავს არეკლილი ზედაპირის რაოდენობას 0-დან 10-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) ადგენს არეკლილი ზედაპირის სიპრიალის დონეს 0-დან 10-მდე დიაპაზონში.

V. Conte Crayon (ჯადოსნური ფანქარი) ფილტრი გამოიყენება ტექსტურიან ზედაპირზე ფერადი ცარცით შესრულებული ნახატის იმიტაციისათვის (ნახ. 6).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Foreground Level (ძირითადი ფერის დონე) პარამეტრი ადგენს ძირითადი ფერის გამოყენების დონეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Background Level (უკანა ფონის დონე) პარამეტრი ადგენს უკანა ფონის ფერის გამოყენების დონეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Texture (ტექსტურა) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია ტექსტურის სახის არჩევა: Brick (აგური); Burlap (ჯუთის ქსოვილი); Canvas (ტილო) და Sandstone (ქვიშაქვა).

აღნიშნული მენიუს გვერდით მოთავსებულია Load Texture (ტექსტურის ჩატვირთვა) ღილაკი, რომლის საშუალიბით შესაძლებელია PSD ფორმატში შენახული გამოსახულების გამოყენება ნახატის საფუძვლად.

Scaling (მასშტაბი) პარამეტრით ხდება ტექსტურის მასშტაბის განსაზღვრა 50-დან 200%-მდე დიაპაზონში.

Relief (რელიეფი) პარამეტრი განსაზღვრავს რელიეფურობის დონეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Light (სინათლე) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია სინათლის წყაროს მიმართულების არჩევა: Bottom (ქვემოთ); Bottom Left (ქვემოთ და მარცხნივ); Left (მარცხნივ); Top Left (ზემოთ და მარცხნივ); Top (ზემოთ); Top Right (ზემოთ და მარჯვნივ); Right (მარჯვნივ) და Bottom Right (ქვემოთ და მარჯვნივ).

Invert (ინვერტირება) გადამრთველი ახდენს ღია და მუქი პიქსელების ინვერტირებას.

VI. Graphic Pen (ტუში) ფილტრი კალმით ნახატის იმიტაციას ახდენს (ნახ. 7).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Stroke Length (შტრიხის სიგრძე) პარამეტრი ადგენს შტრიხის ხაზის მაქსიმალურ ზომას 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Light/Dark Balance (ტონის ბალანსი) განსაზღვრავს თეთრი და შავი ფერების ზღვრულ დონეებს 0-დან 100-მდე დიაპაზონში.

Stroke Direction (შტრიხების მიმართულება) განსაზღვრავს შტრიხების მიმართულებას: Right Diag (დიდგონალურად მარჯვნივ); Horizontal (ჰორიზონტალურად); Left Diag (დიდგონალურად მარცხნივ); Vertical (ვერტიკალურად).

VII. Halftone Pattern (ნახევარტონალური უზორი) ფილტრი გამოიყენრბა პოლიგრაფიული ბეჭვდვის იმიტაციისთვის (ნახ. 8).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Size (ზომა) განსაზღვრავს რასტრული კერის ზომას 1-დან 12-მდე დიაპაზონში.

Contrast (კონტრასტულობა) ადგენს კონტრასტის დონეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Pattern Type (უზორის ტიპი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია რასტრული წერტილის სახის არჩევა: Circle (წრე); Dot (წერტილი); Line (ხაზი).

VIII. Note Paper (საფოსტო ქაღალდი) ფილტრი გამოიყენება რბილ ან უხეშ ქაღალდზე შესრულებული ნახატის იმიტაციისთვის (ნახ. 9).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Image Balance (ტონური ბალანსი) განსაზღვრავს ღია და მუქი ფერების შეფარდებით დონეებს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Graininess (მარცვლოვნობა) განსაზღვრავს გამოსახულების მარცვლოვნობის დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Relief (რელიეფი) ადგენს ცალკეული ელემენტის რელიეფურობის ზომას 0-დან 25-მდე დიაპაზონში.

IX. Photocopy (ქსეროასლი) ფილტრი გამოიყენება გამოსახულებიდან მიღებული ქსერო ასლის იმიტაციისთვის (ნახ. 10).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Detail (დეტალიზება) განსაზღვრავს დეტალების სიზუსტის დონეს 1-დან 14-მდე დიაპაზონში.

Darkness (ტონირება) განსაზღვრავს დამუქების დონეს 1-დან 50-მდე დიაპაზონში.

X. Plaster (თაბაშირი) ფილტრი გამოიყენება თაბაშირით შექმნილი ბრტყელი რელიეფის იმიტაციისათვის (ნახ. 11).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Image Balance (ტონური ბალანსი) პარამეტრი ადგენს რელიეფის ღია და მუქი ტონების პროპორციულობას 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) განსაზღვრავს გამოსახულების დეტალურობის დონეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Light (სინათლე) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია რელიეფის განათების მიმართულების არჩევა: Bottom (ქვემოთ); Bottom Left (ქვემოთ და მარცხნივ); Left (მარცხნივ); Top Left (ზემოთ და მარცხნივ); Top (ზემოთ); Top Right (ზემოთ და მარჯვნივ); Right (მარჯვნივ) და Bottom Right (ქვემოთ და მარჯვნივ).

XI. Reticulation (რეტიკულაცია) ფილტრი გამოიყენება იმ ფოტოგრაფიული პროცესის იმიტაციისათვის, რომლის შედეგადაც ფოტოფირი ბზარების ბადით იფარება (მსგავსი ეფექტი ფოტოფირის მაღალ ტემპერატურაზე გამჟღავნებით მიიღება) (ნახ. 12).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Density (სისქე) პარამეტრი განსაზღვრავს ბზარების სისქეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Foreground Level (ძირითადი ფერის დონე) განსაზღვრავს ძირითადი ფერის დონეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Background Level (უკანა ფონის ფერის დონე) განსაზღვრავს უკანა ფონის ფერის დონეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

XII. Stamp (ლინოგრავიურა) ფილტრი გამოიყენება ლინოგრავიურის ტექნიკით შესრულებული გამოსახულების იმიტაციისათვის (ნახ. 13).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Light/Dark Balance (ტონის ბალანსი) პარამეტრი განსაზღვრავს თეთრი და შავი ოლქების განაწილების ზღვრულ მნიშვნელობას 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) ადგენს გამოსახულების განზოგადების დონეს 1-დან 50-მდე დიაპაზონში.

XIII. Torn Edges (დახეული კიდეები) ფილტრი გამოიყენება ორფეროვანი გამოსახულების შესაქმნელად (ნახ 14).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Image Balance (ტონის ბალანსი) პარამეტრი განსაზღვრავს ღია და მუქი ტონების ზღვრულ დონეს 0-დან 50-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) ადგენს გამოსახულების კონტურების გადარეცხვის დონეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Contrast (კონტრასტულობა) განსაზღვრავს კონტურების სიმკვეთრის დონეს 1-დან 25-მდე დიაპაზონში.

XIV. Water Paper (სველი ქაღალდი) ფილტრი გამოიყენეა ნოტიო ქაღალდზე შესრულებული გამოსახულების იმიტაციისათვის (ნახ. 15).

Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები

Fiber Length (ბოჭკოს სიგრძე) პარამეტრი განსაზღვრავს ბოჭკოს მაქსიმალურ სიგრძეს 3-დან 50-მდე დიაპაზონში.

Brightness (სიმკვეთრე) ადგენს გამოსახულების სიმკვეთრის დონეს 0-დან 100-მდე დიაპაზონში.

Contrast (კონტრასტულობა) ადგენს გამოსახულების კონტრასტის დონეს 0-დან 100-მდე დიაპაზონში.

0
33
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0