x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მულტიკულტურული მემკვიდრეობა და ყურძნის უჩვეულო ჯიშები

ყურძენი ამიერკავკასიაში მოაშინაურეს, ბანანი ახალ გვინეაზე აღმოცენდა, ყავა პირველად ძველ ეთიოპიაში მოხარშეს...

მულტიკულტურული მემკვიდრეობა

დღეს, ჩვენთვის ცნობილი და ყველაზე პოპულარული ხილი და ბოსტნეული, ნაკლებად ჰგვანან თავიაანთ შორეულ წინაპრებს, რომლებიც დედამიწის მხოლოდ რამდენიმე კერაში გაჩდნენ. მეცნიერებს უკვე შეუძლიათ, მცენარის გენომის შესწავლით, თვალი მიადევნონ მათი წარმოშობისა და განვითარების ისტორიას ანუ ზუსტად შეუძლიათ დაადგინონ თუ სად მოხდა მცენარის პირველადი აღმოცენება. ასე მაგალითად:

ვაშლის კულტივირება შუა აზიაში მოხდა და აბრეშუმის გზით გავრცელდა დასავლეთით და აღმოსავლეთით.

მზესუმზირის სამშობლო ჩრდ. ამერიკაა.

ციტრუსების ველური წინაპრები აღმ. აზიაში გაჩნდნენ.

ავოკადო ცენტრალური ამერიკის ძირ-ძველი კულტურაა.

მარწყვი ორი სხვადასხვა სახეობის, ჩრდ. და სამხ. ამერიკის ჰიბრიდული წარმონაქმნია.

ანანასი ამაზონის ჯუნგლებში დაიბადა და მსოფლიოში ევროპელმა მოგზაურებმა გაავრცელეს.

ყავა ეთიოპიაში აღმოცენდა. მოგვიანებით, მისი მოყვანა აზიაში და სამხ. აფრიკაში დაიწყეს.

ბადრიჯანი ორ სხვადასხვა რეგიონში გაჩნდა და სხვადასხვა მიმართულებით გავრცელდა: სამხრეთ ჩინური ჯიში - აღმოსავლეთით, ხოლო ინდური - დასავლეთით.

ბანანი ახალ გვინეაზე გაჩნდა. დღეს ეს კულტურა ფართოდ არის გავრცელებული სამხ.-აღმ. აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბანანი მოჰყავთ აღმ. ავსტრალიაშიც.

ყურძნის სამშობლო ამიერკავკასიაა. სწორედ აქ მოხდა ვაზის მოშინაურება და აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

დღეს, ვაზისებრთა ოჯახში 70-მდე სახეობა არსებობს, რომლებშიც 4 000-მდე ჯიში ერთიანდება. მათ შორის არის იშვიათი და უჩვეულო ჯიშებიც, რომელთა Top - 10, ქვემოთ არის მოცემული.


10 – შავი კორინთული ყურძენი

ყურძნის უჩვეული ჯიშები

ეს ყურძენი, იმით არის ცნობილი, რომ ყველაზე წვრილი მარცვალი და თხელი კანი აქვს. ამასთან, არა აქვს კურკები. ითვლება, რომ ქიშმიშის და შამპანიურის დასამზადებლად, საუკეთესო ჯიშია. მისი სამშობლო ძველი საბერძნეთია.


9 – ყურძენი პიონ-გრი (Pinot Gris Grapes)

ყურძნის უჩვეული ჯიშები

მიუხედავად იმისა, რომ პიონ-გრის მტევანს ვარდისფერი შეფერილობა აქვს, ის თეთრი ყურძნის ჯიშია. ეს არის უმაღლესი ხარისხის ჯიში, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ხარობს.


8 – მუსკატი
ყურძნის უჩვეული ჯიშები

ამ ჯიშის ყურძენი არ არის იშვიათი, ის ერთ-ერთი პირველი ჯიშია, რომელიც ადამიანმა მოაშინაურა, ხოლო მისი უჩვეულობა, მის ფერშია. გაჯერებული ყვითელი ფერის გამო, მისი მტევნები, მზის შუქზე, ქარვას ემსგავსება.

7 – Oregon
ყურძნის უჩვეული ჯიშები

ამ ყურძნის მარცვლები ლამაზად კი გამოიყურება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ვაზზე, რომელზეც ის იზრდება. ის ძალიან სწრაფად იზრდება და კარგად უძლებს გვალვას. მისი ნაყოფი კარგად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

6 – ზღვის ყურძენი (Sea Grapes)
ყურძნის უჩვეული ჯიშები

მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფი გამოიყურება როგორც ყურძენი და ადგილობრივები მას იაპონურ ზღვის ყურძენს ეძახიან, ეს წყალმცენარეა! ჩვეულებრივ, ამ წყალმცენარეებს მიირთმევენ უმი სახით და გემოც, რა თქმა უნდა ძალიან განსხვავდება ყურძნის გემოსგან.


5 – კაშკაშა აზიური ყურძენი (Showy Asian Grapes)
ყურძნის უჩვეული ჯიშები

ეს ყურძნის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ჯიშია. ამ ყურძენს ასევე ეძახიან, მცირე აზიური თეთრი ორქიდეების ყურძენს (Malaysian White Orchid Grapes). იმიტომ, რომ ის ყვავილობის პერიოდში ისევე გამოიყურება, როგორც თეთრი ორქიდეა და თუ ეს ორი მცენარე გვერდი-გვერდ იზრდება, ვიდრე ყურძენი ნაყოფს არ გაიკეთებს, რომელი ყვავილია და რომელი ყურძენი, გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.


4 – ყურძენი ცისარტყელა (Rainbow Grapes)
ყურძნის უჩვეული ჯიშები

ეს ფოტოსურათი ნამდვილი არ არის, მაგრამ ყურძნის ჯიში ამ სახელწოდებით მართლა არსებობს, რომელიც მიღებულია ხელოვნური, Veraison- ის გზით. ასეთი მეთოდით მიღებული ვაზის მტევნებზე, მართლაც სხვადასხვა ფერის მარცვლებია, მაგრამ არა ისეთი მკვეთრი, როგორც მოცემულ სურათზეა.


3 – იაპონური წითელი რომაული ყურძენი (Japanese Ruby Roman Grapes)
ყურძნის უჩვეული ჯიშები

ეს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ყურძენია. მისი ერთი მტევანი 700 გრ. იწონის, ხოლო მარცვლი პატარა პომიდვრის ხელაა.



2 – ყურძენი კუდიანის თითები (Witch Finger Grapes)

ყურძნის უჩვეული ჯიშები

ეს ჯიში ჰიბრიდიზაციის შედეგად არის გამოყვანილი. მარცვლის ფორმის გარდა, უჩვეულო ის არის, რომ ყურძენს ბამბის ნაყინის გემო აქვს.


1 – ყურძენი Jabuticaba


ყურძნის უჩვეული ჯიშები
ეს ყურძენი ბრაზილიაში იზრდება და მას ასეთი სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ის პირდაპირ ჟაბოტიკაბას ქერქზე და ტოტებზე იზრდება. გარდა ამისა, ის ერთ-ერთია ყველაზე მსხვილმარცვლიან ყურძნებს შორის.




3
691
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
691
  
2015, 12 სექტემბერი, 16:21
არაფრის უფრო ვრცლად რო დაწერო კიდევ მეტი ჯიშები დაამატო მაგარი საინტერესო იქნება
2015, 12 სექტემბერი, 15:37
დიდი მადლობა შეფასებისთვის
2015, 12 სექტემბერი, 15:26
მაგარი სტატიაა
0 1 3