“ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში''-ო უთქვამთ. სილამაზე მართლაც რომ დიდი ხვედრია ქალისა. სილამაზე თითქოს კოზირია მდედრობითი სქესისა, ძალაა მისი. ქართველები გარეგნულად, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ერი ვართ ამას მტკიცება არ სჭირდება. ეს თემა ხშირად ხდება უცხოელების განხილვის საგანიც. ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ამბობდა: ''მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მსოფლიოში ყველა ქალის სილამაზე ერთად რომ აიღოთ, ქართველ ქალზე უკეთესი მაინც არ გამოვა''-ო.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ლამაზ და მომხიბვლელ ქართველ ქალს დღევანდელი შოუბიზნესიდან.
10) ნინი ბადურაშვილი
ულამაზესი ნინი ბადურაშვილი ქართველი მომღერალი და მსახიობია. დაიბადა რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლის — ეკა კახიანის ოჯახში. 9) თინა მახარაძე
თინა მახარაძე დღესდღეობით ყველაზე ეპატაჟური და პოპულარული მსახიობია საქართველოში. ის მონაწილობდა ტელესერიალებში “გოგონა გარეუბნიდან'' და “ჩემი ცოლის დაქალები'', ასევე უძღვებოდა პროექტ “ბრავოს'' სტეფანე მღებრიშვილთან ერთად. 8) ანა ახვლედიანი
ქუთაისელი გოგონა, 19 წლის ანა ახვლედიანი ქართველმა საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. იგი მოდელია და მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ანა ნიჭიერებითაც გამოირჩევა.7) სალომე ღვინიაშვილი
ქართველი მოდელი სალომე ღვინიაშვილი ამჟამად ზურა ხიზანიშვილის მეუღლეა. ჩემი აზრით, სალომე არა მარტო ლამაზი არამედ ძალიან ეშხიანი და დახვეწილი ქალია. 6) ირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპოლარული და ლამაზი ქართველი მოდელია. იგი იყო "მის საქართველო 2003". 5) ანუკი ქორქია
ანუკი ქორქია ტელეწამყვანი და მოდელია. მას ჰყავს ვაჟი და აქტიურადაა ჩაბმული ქართულ შოუბიზნესში. 4) ნანკა კალატოზიშვილი
უმშვენიერესი ნანკა კალატოზიშვილი დაიბადა 1979 წელს. იგი ქართველი მსახიობია. 2000 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ამავე წელს გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი. 3) გვანცა დარასელია
ულამაზესი გვანცა დარასელია პოპულარული ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. შესრულებული აქვს სხვადასხვა როლები, ხოლო ამჟამად გადაცემა “სხვა შუადღის წამყვანია''. 2) შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. მან დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის და რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, ასევე თეატრ გლობუსშიც.
1) მაკა ასათიანი
საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული - მაკა ასათიანია. ის ერთ დროს საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. აწყობდა ჩვენებებს და როგორც დიზაინერი, აქტიურად მუშაობდა.
P.S ეს ჩემი მოკრძალებული აზრი გახლდათ. გამოხატეთ თქვენი აზრიც.