x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ცნობილი სელებრითი-ქალღმერთები, რომლებიც ადრეულ ასაკში დაიღუპნენ
დღევანდელ სტატიაში მინდა შეგახსენოთ ლეგენდად აღიარებული, ყველასათვის კარგად ცნობილი, ის სელებრითი მანდილოსნები, რომელთაც ვერ მიაღწიეს 50 წელს.


1. Whitney Houston. პოპ-ქალღმერთი როგორც უკვე ცხადია 48 წლის ასაკში, 2012 წლის 11 თებერვალს ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, "გრემის" რიგით 54-ე დაჯილდოვების ცერემონიის მსვლელობის დროს დაიღუპა. უითნი თითქმის ჯანმრთელად და ბედნიერად გამოიყურებოდა და დიდი სიხარულით ელოდა თავისი ახალი ფილმის «Sparkle»-ს იმ წლის აგვისტოში გამოსვლას. რამდენიმე კვირიანი გამოკვლევების შედეგად კი ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომღერალი მედიკამენტებისა და ალკოჰოლის გავლენის გამო გულის შეტევით გარდაიცვალა.

image

image






2. Amy Winehouse. თანამედროვე მომღერლებში კარგად ცნობილი ემიც ადრეულ ასაკში გამოემშვიდობა სიცოცხლეს, მას ვერ შეუსრულდა 28 წელი და 2011 წლის ივლისში გარდაიცვალა.

imageimage




3. Selena. 23 წლის მექსიკელი-მადონად ცნობილი მომღერალი 1995 წელს საკუთარი ფან-კლუბის დირექტორის მიერ იქნა ჩაცხრილული. თუმცა მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა მან მოახერხა 20 მილიონი ალბომის გაყიდვა (კოპირებული) და უკვდავყოფილი იყო 2 წლის შემდეგ, გადაიღეს რა მასზე ბიოგრაფიული ფილმი, რომელშიც მისი (მთავარი) როლი ჯერაც უცნობმა (იმ დროისათვის) ჯენიფერ ლოპეზმა შეასრულა.

image

image





4. Aaliyah. მომღერალმა თავისი პირველი ალბომი სახელწოდებით «Age Ain`t Nothin` but a Number», გამოუშვა 15 წლის ასაკში, 3 მილიონი ტირაჟით. 6 წლის შემდეგ კი უფრო დიდი ეკრანებზე გამოჩნდა, იგი გადაიღეს ფილმში "რომეო უნდა მოკვდეს". 22 წლის ასაკში მომღერალი და მსახიობი თვითმფრინავის- «Cessnaს ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ექპერტიზის დასკვნით კი გადაჭარბებულმა წონამ გამოიწვია თვითმფრინავის ვარდნა, სადაც ასევე რამოდენიმე მგზავრიც იმყოფებოდა.

imageimage




5. Judy Garland. 16 წლის ასაკში მსახიობი უკვე იღებდა ფილმების გადაღებებში მონაწილეობას და ყველაზე ახალგაზრდად ითვლებოდა "ოქროს გლობუსის" მფლობელებში. 1969 წელს კი უკვე ფართოდ იყო ჩართული შოუ-ბიზნესში. ალკოჰოლის მიმართ სიყვარულის გამო დაიღუპა 48 წლის ასაკში ცეროზით (ღვიძლის დაშლა).

imageimage




6. Grace Patricia Kelly. ხელოვნებადმცოდნე, ამერიკის აკადემიის დრამატული ხელოვნების ფაკულტატორი, ბრენდული ჟურნალების მოდელი, უნიჭიერესი მსახიობი- ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელი, ასევე მონაკოს პრინცის Rainier 3-ის რჩეული- ერთი სიტყვით უნიჭიერესი და ულამაზესი გრეისი საზოგადოებისთვის დაუვიწყარი სახე დარჩა თავისი სილამაზით, ნიჭით, თავდაჯერებულობით, მსოფლიოს გაოცების საიდუმლოთი, გაწონასწორებული ხასიათით, სითბოთი, სიკეთით. 1982 წლის 14 სექტემბერი ტრაგიკული აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, ვინაიდან ის ქალიშვილ სტეფანისთან ერთად ავტომობილით მგზავრობდა, ციცაბო კლდეზე, ტბის მახლობლად, სამხრეთ საფრანგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრეისმა მართვის დროს გადაიტანა ინსულტი, რის გამოც ვეღარ დაიმორჩილა საჭე და 45 მეტრის სიღრმეში გადაიჩეხნენ. სტეფანი გადარჩა, გრეისი კი კომაში ჩავარდა და დაიღუპა.

imageimage




7. Norma Jean mortenson. "ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა"... რაღა თქმა უნდა ყველასათვის კარგად ნაცნობ Marilyn Monroe-ზეა საუბარი, რომელსაც 1 ივნისს 86 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა მისი იდუმალებით მოცული, ყველასათვის მოულოდნელი სიკვდილი. ნიჭიერი მოდელი და მსახიობი დაიღუპა სულ რაღაც 36 წლის ასაკში, მაგრამ მისი ლეგენდარული სახელი ისტორიას არ ჩაბარებია. მის შესახებ 600-მდე წიგნიც კი დაიწერა.

imageimageimageimage








10
485
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
485
  
2014, 11 ივლისი, 17:03
გმადლობ საყვარელო :*
2014, 11 ივლისი, 13:55
ჩემო მეამეა საინტერესო ხარ როგორც ყოველთვის
2014, 6 ივლისი, 0:30
ემი ♥
2014, 5 ივლისი, 11:46
ხო ეგ უკვე მან იცის რა რატომ და როგორ ხდებოდა მის ცხოვრებაში,მაგრამ ვინც აღარ აწყობთ იმას თავიდან იცილებენ ისე რომ არავის შეაქვს ეჭვი მათ მკვლელობაში...ერთადერთი კენედი მოკლეს ღიად იმიტორო სულ მასონებს უპირისპირდებოდა
2014, 5 ივლისი, 11:40
მაინც ვფიქრობ, რომ ვის და რის გავლენის ქვეშაც არ უნდა იყო ადამიანი, ცოტა შენ თვითონაც უნდა მიაჭირო გონებას წიხლი. ამბიციებს არასოდეს არ მოაქვს კარგი, ნუ ხშირ შემთხვევაში მაინც. არ მინდა ვინმეს ცხოვრება განვიკითხო, მაგრამ ჰქონდა ის სბედნიერი წუთები, რაზეც ბევრი ქალი ოცნებობს და თვითონ დაგმო.
2014, 5 ივლისი, 11:35
ბედი არა მაკა,როგორც "ზემდგომები" უბრძანებენ ისე უნდა მოიქცნენ,არადა იციან რა ბედი ეწევათ.მაგათგაN თითქმის ყველა ან ათეისტია ან მასონი,უმეტეს წილად მასონები,იმიტორო ისე ვერ მიაღწევენ ამ სანატრელ პოპულარობას თუ იმ "ზემდგომებს" არ დაემორჩილნენ და მათი მარიონეტები არ გახდნენ.
2014, 5 ივლისი, 11:30
მთლად ვერ დაგეთანხმები თეკლა, ყველას შემთხვევაში ასე არაა, გრეის კელიც რარიბ ოჯახში გაიზარდა, მაინცდამაინც არ ულხინდა, მაგრამ სილამაზით და ნიჭით მიაღწია ცხოვრებაში ბევრს, თუმცა მერე ეს ყველა კარიერა გვერდზე გადადო, გათხოვდა და 4 შვილის დედა ერქვა. რამდენი კიდევ ასეთი, თუნდაც არა მსახიობი. მერლინს რაც შეეხება, მოდელობას რომ დასჯერებოდა და პოლიტიკოსებთან კატა-თაგვობანა არ ეთამაშა და ღრმად არ შეეტოპა, ასე ტრაგიკულად არ დაასრულებდა საკუთარ ცხოვრებას, არავინ მართავდა, ქმარს დაშორდა მხოლოდ იმიტომ, რომ კარიერაში ხელი არ შეეშალა, თვითონ აირჩია ის გზა, რამაც ასეთ ფინალამდე მიიყვანა, ბედს ნუ დაბრალებენ, ბედმა ბევრჯერ გაუღიმა, თუმცა...
2014, 5 ივლისი, 11:20
თიტქმის ყველა ცნობილი სახე მასეი ცხოვრებიტ არ ცხოვრობს მაკა?ცუდი ბავშვობა და უცებ უზრუნვეკი მომავალი,ბევრ ფული პოპულარობა და ეს ყველაფერი სიგიჟეში გადასდით.ზოგი ნარკომანია ზოგი ლოთი,არასდროს აქვთ აწყობილი პირადი ცხოვრება და ამთავრებენ სიცოცხლეს ასე.და ეს ყველაფერი იმიტომ რომ თითონ არ არიან საკუთარი თავი ბატონ-პატრონები,სხვები მართავენ,ისენი ვინც აქამდე მოიყვანათ და შესაბამისად მათ-ნებასურვილზეა ამათი ცხოვრებაც დამოკიდებული
2014, 5 ივლისი, 11:16
ვის დააბრალებს?? მესმის ბავშვობას ვერავინ ვგეგმავთ და რთული ჰქონდა, თუმცა ღმერთმა უდიდესი შანსი მისცა რაც გაიზარდა და უნდა გამოეყენებინა, თვითონ არ იცოდა რა უნდოდა ამ ცხოვრებისგან. ასეთი შესაძლებლობა ბევრს არ ეძლევა.
2014, 5 ივლისი, 11:13
მერლინს ისეთი საშინელი ცხოვრება ჰქონდა რო რავი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10