სხვა ულამაზესი და უნიჭიერესი ქართველი მსახიობი მარიამ ბოკერია. 2013, 10 დეკემბერი, 16:50 "გრძელი ნათელი დღეები"-ში მთავარი როლის შემსრულებელი მარიამ ბოკერია დაიბადა საქართველოს დედაქალაქ თბილისში 1998 წლის 2 მაისს. მისი პირველი ფილმი გრძელი ნათელი დღეებია სადაც შეასრულა ნათია ზარიძეს როლი, ის სწორედ ამ როლით გაიცნო საზოგადოებამ. ფილმის რეჟისორები არიან სიმონ გროსი და ნანა ექვთიმიშვილი. ფილმი მოგვიტხრობს თბილისში მომხდარ 90-იანი წლების ამბავს: ეკას და ნათიას, თოთხმეტი წლის მეგობრების ცხოვრება ქუჩაში, სკოლაში, ეკას უფროს დასთან და მეგობრებთან ერთად ვითარდება. საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი დომინირებს, გოგონები ისეთი საკითხების წინაშე დგებიან, როგორიცაა ადრეული ქორწინება და შურისძიება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ქვეყანაში ომია, დედაქალაქში კი ძალადობა და განუკითხაობა სუფევს, ეკა და ნათია, ორი განუყრელი მეგობარი ეს ესაა ცხოვრებას იწყებენ. ფილმმა გამოსვლისთანავე ძალიან დიდი პოპულარობა და წარმატებები მოიპოვა აიღო უამრავი ჯილდო მათ შორის პარიზის კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა, 2014 წელს კი იგი ოსკარზე იქნება წარდგენილი. 1746 4-ს მოსწონს
|