x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურები

მარია ტიუსო 1761 წელს დაიბადა სტრასბურგში, ქალიშვილობის გვარი გროსჰოლტცი იყო (Grosholts), დედამისი მუშაობდა დიასახლისად დოქტორ ფილიპ კერტისთან, რომელიც ცვილის ფიგურების მოდელებს ამზადებდა.მან გოგონას ასწავლა ცვილის ფიგურების დამზადება, პატარა მარიამ პირველად შექმნა მარი ჟან დიბუარის მოდელი, რომელიც ლუდოვიკ XV-ს საყვარელი იყო.ფილიპ კერტისის პირველი გამოფენა 1770 წელს პარიზში შედგა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.1777 წელს მარია ჰქმნის ვალტერის ცვილის ფიგურას, შემდეგ მას მოჰყვა ჟან-ჟაკ რუსო და ბენჟამენ ფრანკლინი.კერტისის გარდაცვალების შემდეგ მთლიანი კოლექცია მარია ტიუსოს ხელში გადავიდა.1802 წლიდან მარია ლონდონში გადადის, ინგლისი-საფრანგეთის ომის გამო იგი იძულებულია
ლონდონში დარჩეს, 1835 წლიდან იხსნება მისი გამოფენა ლონდონში, ბეიკერ სტრიტზე და სამუდამოდ იქ რჩება.ერთ-ერთი საინტერესო განყოფილება იყო "საშინელებათა კაბინეტი", სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის რევოლუციის მსხვერპლთა, ცნობილი მკვლელების და დამნაშავეების ფიგურები.დროთა განმავლობაში მუზეუმს ემატებოდა ცნობილი ადამიანების ფიგურები, მაგალითად:ადმირალი ნელსონი, ვალტერ სკოტი და სხვები.1925 წელს ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზარალა მუზეუმი, განადგურდა ბევრი ფიგურა, თუმცა საბედნიეროდ ყალიბები შენახული იყო და მრავალი მათგანი აღდგენილი იქნა.დღეს-დღეობით მადამ ტიუსოს ლონდონის მუზეუმს 10 ფილიალი აქვს მთელს მსოფლიოში.აგრეთვე წარმომადგენლობა ამერიკაში, აზიაში და ევროპაში.2012 წელს ავსტრალიაც დაემატა-სიდნეი.ქვემოთ გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ფიგურების ფოტოებს ძირითადად ლონდონის , ნიუ-იორკის და ბერლინის მუზეუმებიდან.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimage
imageimageimageimage

image



3
1222
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1222
  
2013, 29 მარტი, 8:28
როგორც ჩანს ამ საუკუნის პირველ ათწლეულში კიდე უფრო დაიხვეწა ცვილის ფიგურების ტექნოლოგია...სხვათა შორის მეორე სურათიც იყო ,სადაც კიმი თავის ცვილის ორეულთანაა გადაღებული და ზუსტად წითელი მაისური აცვია,აბსოლუტურად ვერ განასხვავებ რომელია ნამდვილი,რატომღაც ამ სურათის დადება ვარჩიე..ისე კარგი იდეა მომაწოდეთ იმ ფოტოს სურათებში ავტვირთავ
2013, 28 მარტი, 13:08
კიმ კარადაშიანის ცვილის ფიგურა ნამდვილ კიმი გეგონება :):)
0 1 3