x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გიგანტური ხელი ატაკამას უდაბნოში
image"გიგანტური ხელი" მდებარეობს ატაკამას უდაბნოში. უდაბნო ჩილეს ტერიტორიაზეა და მსოფლიოში ყველაზე მშრალ ადგილს წარმოადგენს, წვიმა აქ იშვიათი შემთხვევაა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ აქ მრავალი კილომეტრის მანძილზე ადამიანს ფეხი არ დაუდგამს, მაგრამ სწორედ აქ არის აღმართული 11 მეტრი სიმაღლის ხელის ქანდაკება.

ხუთ თითიანი გიგანტური ხელი და ხელის მტევნის ნაწილი აღიმართება შუა უდაბნოში და ამშვენებს მას. შედევრი 1992 წელს გაჩნდა და მისი შემქმნელი არქიტექტორი მარიო ირაზაბალი იყო. საინტერესო ისაა, რომ უახლოესი ქალაქი, ანტოფაგასტა ქანდაკებიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. ქანდაკების ფუნდამენტი რკინისა და ცემენტისგან შედგება.

imageთავის ნაშრომებში ჩილელი არქიტექტორი ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: მწუხარება, მარტოობა და უსამართლობა. კონკრეტულად რა უნდოდა ეთქვა მას ამ ქანდაკებით დღემდე უცნობია.

image


ქანდაკებასთან ახლოს მისვლისას მისტიური განწყობა გეუფლებათ. თითქოს ბუმბერაზი ჩაეფლო სილაში და დახმარებას ითხოვს. ნებისმიერ შემთხვევაში ხელთან შეხვედრა დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ, ხოლო ფიქრები მის შესახებ ასეულობით კილომეტრზე გაგყვებათ.imageimage

6
961
11-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
961
  
2012, 13 დეკემბერი, 16:22
დიდოსტატის მარჯვენა......
2012, 19 სექტემბერი, 0:33
+++
2012, 8 აგვისტო, 21:47
+1
2012, 8 აგვისტო, 21:20
+1
2012, 8 აგვისტო, 20:58
+++
0 1 6