x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სართული, რომელზეც ცხოვრობთ, თქვენ ბედზე მოქმედებს - შეამოწმეთ!
სართულს, რომელზეც ცხოვრობთ, შეუძლია ბევრი რამე თქვას თქვენზე და არსებული რეალობის გავლენაზე. იმის გამო, რომ რიცხვებს აქვს გარკვეული მნიშვნელობა, უძველესი ეზოთერული მეცნიერების საფუძველზე შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანის ბედზე. ასევე სართული, რომელზეც ცხოვრობთ მოქმედებს თქვენ ბედზე.


image


იმისათვის, რომ შეამოწმოთ მართალია თუ არა, წაიკითხეთ ახსნა, რომელიც თქვენი საცხოვრებელი სართულისთვისაა დამახასიათებელი.


1 სართული– ეს რიცხვი ადამიანებს აძლევს მისწრაფებებსა და დიდ ამბიციებს სრულყოფილებისკენ. ასეთი სართული კარიერულ წარმატებას გპირდებათ.



2 სართული– ამ სართულზე მცხოვრები ადამიანები უფრო ტოლერანტულები არიან. ხშირად განიცდიან დეპრესიას, უყვართ ოცნება და ცხოვრობენ ილუზიებში.


3 სართული– ამ სართულზე მაცხოვრებელი ადამიანები იბრძვიან ძალაუფლებისკენ და მატერიალური სარგებელის მისაღებად. მათთვის მნიშვნელოვანია მაღალი სტატუსი საზოგადოებაში.


4 სართული– ამ სართულის ბინადრები ხშირად აკრიტიკებენ თავიანთ ცხოვრებას. მუდმივად გამოთქვამენ უკმაყოფილებას მიმდინარე რეალობის გამო და მტკივნეულად განიხილავენ კრიტიკას თუ ადრესატები თვითონ არიან.



image



5 სართული– ზოგადად რიცხვი ხუთი და რა თქმა უნდა სართულიც, ხელს უწყობს მაცხოვრებლებს კარიერის ზრდასა და შემოსავლების მატებაში.


6 სართული– ყველაზე ხელსაყრელი სართულია ვისაც ოჯახური თანაცხოვრება სურს. მშვიდობა, კეთილდღეობა, ბავშვები, თანაგრძნობა და სიყვარული - ეს არის ის, რაც შეიძლება მოგცეთ მეექვსე სართულმა.


7 სართული– შემოქმედებითი და ორიგინალური ადამიანების სართულია. თუ კი ჩვეულებრივი ხალხი ამ სართულზე დასახლდება, მაშინ მალე ისინი განსხვავებულად დაიწყებენ იცხოვრებას და ფიქრს.


8 სართული– ნამდვილად წარუმატებელი სართულია. მე–8–ზე მცხოვრები ადამიანები გამოირჩევიან სამყაროს შეზღუდული ხედვით. ერთიდან მეორეზე უკიდურეს წარუმატებლობას და დაცემას განიცდიან.



image




9 სართული– ძლიერი ენერგია მოდის მე–9 სართულიდან. აქ ცხოვრობენ ისინი, ვინც თავიანთ მიზნებსა და ბედნიერებას ცხოვრებაში ყოველთვის აღწევენ. მოკლედ, ეს ლიდერების სართულია.


10 სართული– ისინი, ვინც ამ სართულზე ცხოვრობენ, იბრძვიან ძალაუფლებისა და ხელმძღვანელობის მოსაპოვებლად ოჯახსა და იმ წრეში, სადაც ტრიალებენ.


11 სართული– ეს სართული აქცევს ადამიანს ძლიერად და მტკიცე ხასიათის სიმბოლოდ. ამბიციური, წარმატებული, შემოქმედებითი და ორიგინალური აზროვნების პიროვნებების სართულია.


12 სართული– ამ სართულიდან გამოვლენილი ვიბრაცია, ადამიანის ბედსა და ხასიათზე უარყოფითად მოქმედებს. ისინი თავდაუჯერებლები ხდებიან და სჭირდებათ სხვისი მხარდაჭერა და რჩევები.


13 სართული– გამომგონებლების და ინოვატორების სართულია. აქ ცხოვრობენ უჩვეულო ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაღაც უნიკალური შექმნან, თუმცა მათი იდეების ხშირად არ ესმით გარშემომყოფებს.




image



14 სართული– ეს სართული ხალხისთვის მნიშვნელოვნად მატერიალურ მხარეებს ხდის. ამიტომ, აქ ვინც ცხოვრობს, გამდიდრდება.


15 სართული– ეს სართული ადამიანებს შინაგან და გარეგან ხიბლს მატებს, რის გამოც იზიდავენ გარშემომყოფებს.


16 სართული– ეს სართული რისკიანი, თავისუფალი და თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვისაა.




P.S. აღარ განვაგრძე წერა, რადგან მეეჭვება ვინმე კიდევ მაღლა ცხოვრობდეს. თუ აღმოჩნდება ვინმე მე-16 სართულზე ზევით მაცხოვრებელი, კომენტარი დატოვეთ და ახსნას მოგწერთ.





იხილეთ აგრეთვე:



რომელ რიცხვში დაიბადეთ? - იცოდით რას განსაზღვრავს ის?image





გაიგეთ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე მთვარის მიხედვითimage





გაიგეთ ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვითimage




იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე?image





სამყაროში შვიდჯერ ვიბადებით, გაინტერესებთ მერამდენეა თქვენი ცხოვრება?image


0
484
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0