ბექჰემმა "ჩაახვია" 25 აგვისტო 2012, 19:55:19
AUTO PLAY
მერიკული კლუბის "ლოს ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა გოლი კუთხურიდან დარტყმით გაიტანა. ინგლისელმა ფეხბურთელმა თავი კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სალვადორის "ისიდრო მეტაპანის" წინააღმდეგ გამოიჩინა. კუთხური მატჩის 45-ე წუთზე დაინიშნა, როდესაც ანგარიში "გელექსის" სასარგებლოდ 2:1 იყო. კუთხურის ნიშნულიდან ბექჰემმა ბურთი კარის ახლო კუთხისკენ ჩაახვია, იქ კი ბურთი მეკარეს ხელში "აეჭრა" და ბადეში აღმოჩნდა. საბოლოოდ შეხვედრა ამერიკულმა გუნდმა ანგარიშით 5:2 მოიგო.
0
|
|