David Dephy Observatory 2 აგვისტო 2012, 13:14:57
AUTO PLAY
* * * თაღები აშალა ობსერვატორიამ, კოსმოსში ვეძებ, დღესვე ჩემიანებს, მშვიდობის სიჩუმეს ხმაც ომის ჰქონია, მანძილი შორია, შუქი იგვიანებს, მძივები გამოჩნდა, გამოჩნდა ორბიტა და მაგნეტიზმით ზედვე ორბიტაზე, ახალ სიცოცხლეებს, მე თუ დღეს მოგიტან იქნებ სიყვარულსაც შენც დღეს მომიტანდე, იქნებ მაჩვენებდე მხარეს სამშვიდობოს, სადაც ჩემიანებს მუდამ ემღერებათ, სადაც მელიან და აქ კი როგორც დონორს სიზმრებს შემომთხოვენ ყოველ თმის ღერებად, დიახ, დონორი ვარ და სისხლიც დღეს გავიღე, არათუ სიზმარი, სულიც და სიცოცხლეც, ჩემი პოეზია ატმოსფეროა და დაფიონის ნიშნით, მკაფიოდ მიწოდე ღვინო, ვიწურები, მერე ვმწიფდები და მთვარეულის შიშით თავსაც ვემალები, ზეცისბინადართა ფერით წითელი ან ლურჯი, მუქი მწვანე მესმის სიგნალები, ნუთუ შენ გამოჩნდი? ახლა ჩემთანა ხარ? ღამის სიბნელეებს ადევს სინათლეც ზედ, მაგრამ, ღმერთო ჩემო, მართლაც რამ მანახა ერთი სასწაული იმ დიდ სიმაღლეზე, არავინ რომ იცის, აი, ის სიჩუმე, მწვერვალის სიჩუმე, სხვას რომ არ ჰქონია, ჩემი სამყარო ხარ, შევკრთი და გისურვე, ძიებად ვიქეცი, ობსერვატორიად, სუნთქვაც შემიკავდა, ღამეც ჩამოდიდდა, რამდენი სინათლეა, რამდენი მუსიკაა, ვარსკვლავეთის პოვნა შენს გამო მომინდა და შენ რაც გსურს მე დამაქვს, მე რაც მსურს იქაა, სამყაროს კიდეებზე, ჩემშიც და ირგვლივაც, დიდი მდუმარების ქარნი მემჩნევიან, ფიქრი მემთვარება, თითქოს მივრბივარ და თითქოს ორბიტებიც ზეცის ბეჭდებია, გავცდი სიზმარსაც და გავცდი სიცხადესაც, სხივნი დაფიონში იქცნენ ოქროს ქვებად, ქვების სხივოსნობა ისევ სხივებს ეცვათ, ჩემი სიყვარული -- სულთა უკვდავება. დავით--დეფი გოგიბედაშვილი
2
|
|