ალუდა ქეთელაური გარდაიცვალა 12 ივნისი 2012, 16:06:18
AUTO PLAY
ჯგუფ „მეხუთე სეზონის“ სოლისტმა, მომღერალმა ალუდა ქეთელაურმა წუხელ გვიან ღამით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია. მეგობრებისთვის ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა კონკრეტულად 24 წლის მომღერლის თვითმკვლელობის მიზეზი. სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ხატია ლონდარიძემ მომღერლის ფოტო განათავსა, სადაც ამ ამბის შესახებ იუწყებოდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში თვითმკვლელობის ვერსიებსაც წერენ. ერთი ვერსიით, ალუდა ქეთელაურმა სიცოცხლე თვითმკვლელობით სიყვარულის გამო დაასრულა. ამ ვერსიას სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მომღერლის მეგობრები. ქეთელაურის მეგობრების თქმით, მათ არ იციან ზუსტი მიზეზი, რის გამო მოიკლა თავი 24 წლის მომღერალმა. როგორც გაირკვა, ალუდა ქეთელაურის რამდენიმე მეგობარმა იცოდა მომღერლის ამ გადაწყვეტილების შესახებ. ქეთელაურმა გუშინ საღამოს რამდენიმე მეგობარს შეტყობინებაც გაუგზავნა და მათგან პატიებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ალუდა ქეთელაური ქართულ-ხალხურ სიმღერებს ასრულებდა ხალხური საკრავების თანხლებით. presa.ge
369
|
|
შენ კიდე წესივრად წერა ისწავლე აზრი ვერ გამოვიტანე ამ სტატიიდან ჯერ იმას წერ უარყოფენ მეგობრებიო მერე იმას წერ იცოდნენო, თუ არიცი არუნდა წერო
ნათელში იყოს!
არ მჯერა რომ თავი მოიკლა.
ამის დამწერი ჟურნალისტია თუ ჩვეულებრივი ჭორიკანა?! აქ რაც წერია 50%-იც არ იქნება მართალი.