ბესიკ ჩუბინიძე: - საქართველოს ცოცხალ გმირებს გაუფრთხილდით ქართველებო! 14 აგვისტო 2020, 22:55:07
AUTO PLAY
დღეს, 2020 წლის 14 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთში დაწყების დღიდან, 28 წლის შემდეგ - რუსთავში, იქ, სადაც მე ადამიანად ჩამოვყალიბდი, იქ, სადაც ვისწავლე საკუთარი ქალაქის და ქვეყნის სიყვარული, იქ, სადაც სკოლა (გიმნაზია, 1992 წელს) დავამთავრე, იქ, სადაც ჩემი მშობლები, ნათესავები, მეგობრები და ახლობლები ცხოვრობენ, იქ, სადაც მე როგორც ჟურნალისტმა, დამოუკიდებელი საქართველოს, პირველი დამოუკიდებელი გაზეთი დავაარსე და რუსთავის ახალ ისტორიას ვწერდი და ვუნახავდი მომავალს, იქ, სადაც მე მერაბ კოსტავას ყველაზე პატარა თანამებრძოლი ვიყავი 1988 წლის ნოემბერში, ჩემს მიერ დაარსებული „რუსთაველ მოსწავლეთა არაფორმალური კავშირი „არიშის“ ასობით წევრთან ერთად, იქ, სადაც მე ჩემი ქვეყნის მეომრად ჩამოვყალიბდი, იქ სადაც მე უცხოდ არასოდეს ვგრძნობ თავს... - მარტო, ყოველგვარი ხმაურის, პომპეზურობის, მხარდამჭერთა მობილიზების და დაფ-დაფების გარეშე ჩავედი, ისე როგორც ხშირად ხდება ეს..., - 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი ქართველი რუსთაველი მეომრის მემორიალთან მივედი და აფხაზეთის ომის გმირების სახელით - სიტყვა ვუთხარი, სიტყვა რომელიც თქვენც მინდა, რომ მოისმინოთ.... - საქართველოს ცოცხალ გმირებს გაუფრთხილდით ქართველებო, დააფასეთ და მოეფერეთ ამ ხალხს, რადგან - ჩვენ (!) კიდევ დაგჭირდებით მტრისგან ჩ ვ ე ნ ი ქვეყნის ფიზიკურად დასაცავად.... მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვების“ სახელით - მადლობა გმირებს...
2
|
|