გორის მერიის თანამშრომელმა აქტივისტს ნეხვით და საკენკით სავსე ურნა თავზე ჩამოაცვა 10 ოქტომბერი 2018, 18:46:43
AUTO PLAY
გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა მერიასთან ფუნა და საკენკი დაყარეს, რის გამოც პოლიციამ ისინი დააჯარიმა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, გორის მერიის თანამშრომელმა მას თავზე, ურნაში აქტივისტების მიერ შეგროვებული ნაგავი დააყარა, მათ შორის ფუნა და საკენკი.
42
|
|