ჩინეთში ახალი „ჰაჩიკო" გამოჩნდა, რომელიც სადგურზე ყოველდღე პატრონს ელის 4 მაისი 2018, 11:33:11
AUTO PLAY
04.05 სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში 15 წლის ძაღლი, იონგიონგი ყოველდღე, დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე რკინიგზის სადგურთან ელის საკუთარ პატრონს. ამის შესახებ BBC წერს. ცნობილი ფილმის, „ჰაჩის" გმირისგან ჩინელი იონგიონგი იმით განსხვავდება, რომ მას პატრონი ცოცხალი ჰყავს. მისი ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა და ინტერნეტმომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. „ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი" ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ძაღლის ერთგულებაზე, რომელიც ნამდვილი ამბიდან არის აღებული. ეს ამბავი 1920-იან წლებში, იაპონიაში მოხდა.
28
|
|