ჩრ.კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზღვარგარეთ ყალბი პასპორტით მოგზაურობდა 28 თებერვალი 2018, 10:34:39
AUTO PLAY
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დასავლეთ ქვეყნებში სამოგზაუროდ, თაღლითური გზით შეძენილ ბრაზილიის მოქალაქის პასპორტს იყენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს. დასავლეთის ქვეყნებში გასამგზავრებლად საჭირო ვიზების მოსაპოვებლად, ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახი ყალბი პასპორტებით 90-იან წლებში სარგებლობდა. დოკუმენტები სულ მცირე ორ დასავლურ ქვეყანაში ვიზების მოსაპოვებლად იყო გამოყენებული. იგივე პასპორტების დასჭირდათ კიმ ჩენ ინ-სა და კიმ ჩენ ირ-ს ბრაზილიაში, იაპონიასა და ჰონ-კონგში მგზავრობის დროს.
15
|
|