რუსთავში კაცმა ძაღლი მოკლა 4 აგვისტო 2017, 14:55:56
AUTO PLAY
რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას inforustavi ავრცელებს. გვიან ღამით, მეგობრობის გამზირზე, კაცმა ძაღლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ძაღლი სასტიკად ცემა, რის შედეგადაც, ცხოველი მოკვდა. თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს . ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ერთი პირი, რომელიც სამართალდამცავებმა წუხელვე გამოკითხეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
1
|
|