ბრიტანეთში, პლანეტა დედამიწას მეტი ახალგაზრდა უყურებს, ვიდრე X ფაქტორს 3 დეკემბერი 2016, 09:21:19
AUTO PLAY
როგორც BBC იუწყება, ახალგაზრდების დიდი ნაწილი უფრო მეტად უყურებს დევიდ ეტენბოროს პლანეტა დედამიწა II-ის ახალ სერიებს, ვიდრე X ფაქტორს. „როგორც მითხრეს, მოსალოდნელზე მეტი ახალგაზრდა გვიყურებს. ეს ჩემთვის უზომოდ სასიამოვნოა“, — უთხრა ეტენბორომ TheTimes-ს. ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, BBC-ს ეთერში უკვე გავიდა პლანეტა დედამიწა II-ის სამი ეპიზოდი. ყველაზე მეტად ყურებადი აღმოჩნდა მეორე ეპიზოდი, რომელიც მთებს ეხებოდა. მას 16-35 წლის ასაკის 1,8 მილიონი ადამიანი უყურებდა, X ფაქტორს კი, რომელიც ზუსტად იგივე საეთერო დროს ITV-ს ეთერში გადის, 1,4 მლნ ახალგაზრდა. აღნიშნულ ციფრებს BBC ასახელებს, რასაც ITV-ც ეთანხმება. ფილმის ასეთი წარმატება სულაც არაა გასაკვირი თუ თქვენ მისი კადრები ნანახი გაქვთ.პირველი ეპიზოდის ერთ-ერთ მომენტს, რომელშიც ასახულია თუ როგორ გაურბის გალაპაგოსის კუნძულების იგუანა გველების არმიას, ინტერნეტში 2,4 მლნ ნახვა აქვს. ფილმის გადაღებისას გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, აღებულია ცხოველთა ძალიან ახლო ხედები.(მიხეილ ჭაბუკაშვილი -საზოგადოებრივი არხი)
1
|
|