რა ხდებოდა ახალ ზელანდიაში მიწისძვრის დროს 14 ნოემბერი 2016, 16:42:16
AUTO PLAY
ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალ ზელანდიაში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. განმეორებითი ბიძგების სიძლიერე 6,3 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ამჯერადაც ქალაქ ქრაისტ-ჩერჩის სიახლოვეს იყო. დაღუპულთა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველი ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში გუშინ ღამე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.8 მეათედი მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მიწისძვრამ ცუნამის წარმოქმნის საფრთხე გამოიწვია. სანაპიროსთან მიღწეულმა ტალღების სიმაღლემ 2 მეტრს გადააჭარბა, თუმცა ხელისუფლებამ ზღვისპირა რეგიონებიდან მოსახლოების დროული ევაკუაცია მოახდინა. მოსახლეობამ ღამე ქუჩებში, მანქანებსა და ხელისუფლების მიერ მოწყობილ სპეციალურ ადგილებში გაატარა.
0
|
|