აშშ-ში ბავშვის გადარჩენის მიზნით გორილა მოკლეს 29 მაისი 2016, 15:29:15
AUTO PLAY
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სამი წლის ბიჭი ბარიერზე აძვრა და ვოლიერში ჩავარდა, სადაც 17 წლის მამრი გორილა იმყოფებოდა. 180 კილოგრამიანმა გორილამ, სახელად ჰარამბემ ბავშვი დაიჭირა და ვოლიერში დაატარებდა. მომხდარიდან ათ წუთში, გორილა მოკლეს. მათ დამამშვიდებელი საშუალებები ვერ გამოიყენეს, რადგანაც მაშინვე არ იწყებს მოქმედებას. ზოოპარკის დირექტორი ფიქრობს, რომ გორილა ბავშვს სავარაუდოდ, არაფერს ავნებდა, თუმცა, შეუძლებელი იყო იმის გათვლა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
2
|
|