სიმართლე ისლამზე! მოტყუებული მუხამედი! 28 ნოემბერი 2015, 23:00:39
AUTO PLAY
მაშ ასე მუხამედს ეგონა რომ მთავარ ანგელოზი გამოეცხადა, კი მთავარ ანგელოზი გამოეცხადა ოღონდ ყოფილი მთავარ ანგელოზი (ლუციფერი) მუხამედი ამბობს რომ სიკვდილის შიშის გრძნობა დაეუფლა, მოდით გადავამოწმოთ, ასევე მარიამს ეცხადება მთავარ ანგელოზი და ახარებს იესოს შობას, მარიამი ნეტარებას განიცდის და სიხარულით ივსება. მაშ აქ განსხვავება არის ხომ თეთრი ანგელოზი და შავი ანგელოზ შორის. თუმცა დაწერილია რომ სატანა მიიღებს ნათლის ანგელოზის სახეს და აცდუნებს ადამიანებსო.
12
|
|
მუჰამადი მეტად მგრძნობიარე, მეოცნებე, მელანქოლიური, თუმც კი, თანაც,
ფიცხი ადამიანი იყო. როგორც ცნობილია, მას ახასიათებდა პერიოდული შეტევები, რაც ვლინდებოდა ფერის დაკარგვაში, შემცივნებასა და ცახცახში (გერმანელი მეცნიერის, შპრენგერის აზრით, ეს მუსკულური ისტერიის სიმპტომებს მიაგავს).
რელიგიურ ძიებებს მუჰამადი განსაკუთრებით 40 წლის ასაკში მიეცა. მექის მახლობლად მთებში ხშირად განმარტოვდებოდა, მათ შორის, ჰირას მთის გამოქვაბულში _ იქ მას ჰქონდა ხილვები, ესმოდა გაუგებარი ხმები…
ერთხელ გამოქვაბულში მყოფ მუჰამადს სიზმარში გამოეცხადა ვიღაც უცნობი, რომელსაც ხელში გრძელ, ძვირფას ნაჭერში გახვეული წიგნი (თუ გრაგნილი) ეჭირა. უცნობმა უბრძანა: “წაიკითხე!” მუჰამადმა უარი უთხრა, რადგან წერა-კითხვა არ იცოდა. მაშინ უცნობმა დახრჩობა დაუწყო, მერე გაჩერდა და ისევ უბრძანა: “წაიკითხე!” მუჰამადმა კვლავ იუარა. კაცმა ისევ დაუწყო დახრჩობა, თუმცა მალევე გაჩერდა და მესამედ უბრძანა: “წაიკითხე!” მუჰამადს შეეშინდა, ისევ დახრჩობას დამიწყებსო, და ჰკითხა: “რა წავიკითხო?” მაშინ უცნობმა უკარნახა, რა უნდა წაეკითხა, მუჰამადმა გაიმეორა:
„წაიკითხე შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა. შექმნა ადამიანი ლეკერტისაგან.* წაიკითხე და უფალი შენი უკურთხეველესია, რომელმაც ასწავლა კალმით (წერა), ასწავლა ადამიანს ის, რაც არ უწყოდა“ (96:1-5)**
ტრადიციული გადმოცემით, ეს უცნობი, ჯაბრაილი (ანუ მთავარანგელოზი გაბრიელი) გახლდათ, რომელმაც მუჰამედს ალაჰის სიტყვა გადასცა. ყურანში უცნობი იხსენიება, როგორც „სანდო“, „დიდი ძალის მქონე“, „სიწმინდის სული“.
ჯაბრაილის პირველი გამოცხადება მოხდა 27 რამადანს, მეცნიერთა ვარაუდით, 610 წელს.
ამ შემთხვევის მერე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მუჰამადს ხილვები თუ გამოცხადებები აღარ ჰქონია. იგი, ბუნებრივია, ელოდა, რომ ღვთის მაცნე კვლავაც გამოჩნდებოდა, მაგრამ ამაოდ. მუჰამადი მარტოდმარტო დაეხეტებოდა უდაბურ ადგილებში, პირქუშ კლდეებსა და ხევ-ხუვებში. ესმოდა რაღაც ხმები, სტანჯავდა ჰალიცინაციები, თავს უკვე „მაჯნუნად“ (ჯინებით, ბოროტი სულებით შეპყრობილ
ადამიანად) მიიჩნევდა. შინაგანი შფ