მომსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა 6 ნოემბერი 2015, 09:08:18
AUTO PLAY
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე: "ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ" განჩინება გამოქვეყნა. განჩინების მიხედვით, მოსამართლე ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო . განჩინების მეექვსე პუნქტში აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.
0
|
|