გაგრის ბანკის დაყაჩაღება სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა 1 სექტემბერი 2015, 12:25:04
AUTO PLAY
25 აგვისტოს გაგრაში ბანკი გაქურდეს. ოთხი შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევარდა და 14 380 287 რუბლი, 10 015 ევრო და 4 632 დოლარი გაიტაცა, ამის შემდეგ კი "მერსედესის" მარკის მანქანით მიიმალნენ. მოგვიანებით მანქანა გაგრის ერთ-ერთ რაიონში აღმოაჩინეს. მომხდარიდან ორ დღეში, 27 აგვისტოს რესტორან "ბასლაში" თავში გასროლით მოსკოვის მოქალაქე მოკლეს, რომელიც სოხუმში დროებით ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, ის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო.
1
|
|