ფაქტები იბრაჰიმოვიზე: “როცა ზლატანი შენს სახლში მოდის, სტუმარი შენ ხარ" 25 აგვისტო 2015, 00:23:07
AUTO PLAY
საკმაოდ კურიოზული გამოდგა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ვიზიტი ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში. წამყვანებმა და ფეხბურთელმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს, ბოლოს კი იბრას ფაქტები მოიყვანეს. ჟურნალისტებმა შემდეგი გამონათქვამები შეადგინეს შვედ ფორვარდზე. “ზლატანი ერთხელ სიცრუის დეტექტორზე შეაერთეს, დეტექტორმა ყველაფერი აღიარა.” “როდესაც მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქი შექმნა, მას უკვე ჰქონდა მეგობრობის თხოვნა გაგზავნილი, ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან.” “ზლატანს კომპიუტერისთვის მაუსი არ აქვს, ის ლომს იყენებს.” “როდესაც ზლატანი ბავშვი იყო, მისი მშობლები მასთან იძინებდნენ, როცა ეშინოდათ.” “ზლატანი უფრო დიდ ხანს არ ხუჭავს თვალებს, ვიდრე მონალიზა.” “ზლატანის მამას, ზლატან ჯუნიორი ჰქვია.”
0
|
|