მოტოციკლისტმა აღლუმზე მოცეკვავე გაიტანა 21 აგვისტო 2015, 18:32:56
AUTO PLAY
ავარიის ვიდეოჩანაწერი, რომელიც მიჩიგანის შტატის ქალაქ საგინაუში მოხდა, სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება მოტოციკლისტი ღონისძიებაში მონაწილე ერთ-ერთ მოცეკვავეს. დარტყმის შედეგად 20 წლის სიკენია ტომპსონმა ორი ნეკნი გაიტეხა და ფეხი დაიზიანა. მოტოციკლისტიც საზეიმო აღლუმის მონაწილე იყო. თუ რატომ გააკეთა 42 წლის ლევენის გრეიმ ასეთი სახიფათო მანევრი, უცნობია. მაქსიმალური სასჯელი, რომელიც მას ემუქრება, 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
0
|
|