ქალის პარიკი და ნატყვიარი მანქანაზე - პოლიცია დამნაშავის კვალდაკვალ 6 აპრილი 2015, 10:06:43
AUTO PLAY
ვარკეთილში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯავახეთის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე ადგილზე მუშაობენ. სამართალდამცველებმა მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების მსვლელობის დროს, სავარაუდოდ, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირის კუთვნილ ტანსაცმელს მიაგნეს. ქუჩაში დაყრილ ტანსაცმელთან ერთად, ნაპოვნია ავტომობილი „რენო“, რომელსაც საქარე მინაზე ტყვია აქვს მოხვედრილი და ასევე, პარიკი, რომლითაც შეინიღბა დამნაშავე.
0
|
|