ყველაზე დიდი საჩუქარი დედისთვის 29 იანვარი 2015, 11:50:43
AUTO PLAY
უსინათლო ქალმა პირველად დაინახა თავისი ახალშობილი ჩვილი... 29 წლის კანადელმა უსინათლომ - კეტი ბეიტცმა სპეციალური კომპიუტერიზებული სათვალით საკუთარი შვილის დანახვა პირველად შეძლო. ახალგაზრდა დედას ექიმებმა "შტარგარდტის დაავადების" სიმპტომები ჯერ კიდევ პატარას დაუდგინეს. თვალის ბადურის დაავადებამ ქალი იქამდე მიიყვანა, რომ 29 წლის ასაკში მხედველობა სრულად დაკარგა. მაგრამ ახალი ტექნოლოგიის, eSight-ის წყალობით კეტიმ ახალშობილის დანახვა შეძლო. eSight-მოწყობილობას საფუძვლად მინიატურული ვიდეოკამერები უდევს, რომელიც კომბინაციაშია რეალურ დროში გამოსახულებების თანმიმდევრობის დამუშავების ტექნოლოგიასთან და პაციენტის მხედველობის მახასიათებლებს ითვალისწინებს. მოწყობილობა გაყიდვაში ერთი წლის წინ ჩაეშვა და 15 000 დოლარი ღირს.
8
|
|