მკვლელობა შაშიანში 50 ლარის გამო 6 იანვარი 2015, 09:34:07
AUTO PLAY
გურჯაანის რაიონში წუხელ ორი კრიმინალური ფაქტი მოხდა – სოფელ გურჯაანში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს, სოფელ შაშიანში კი ურთიერთშელაპარაკებას მკვლელობა მოჰყვა. 37 წლის მამაკაცმა მაკაროვის სისტემის იარაღიდან გასროლით 42 წლის მამაკაცი მოკლა, მისი 14 წლის შვილი და მეზობელი კი დაჭრა. მკვლელობის მოტივი ვალი - 50 ლარი გახდა. დაჭრილების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ბრალდებული კი – დაკავებული. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
0
|
|