ნინო ქათამაძემ თავისი კონკურსანტი გარუსთან ერთად ამღერა 21 დეკემბერი 2014, 12:45:35
AUTO PLAY
20 დეკემბერს უკრაინული X Factor-ის ფინალი გაიმართა, სადაც გაირკვა, თუ რომელი ორი მომღერალი იბრძოლებს გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად. ფინალში სულ სამი კონკურსანტი იყო დარჩენილი - ნინო ქათამაძის გუნდიდან კირილ კაპლუნოვსკი და დიმიტრი ბაბაკი და სერგეი სოსედოვის გუნდიდან - "ტრიო ექსტრიმი". კონკურსანტებმა ფინალში ორ-ორი სიმღერა შეასრულეს, მათ შორის ერთი ცნობილ მომღერლებთან ერთად. ნინო ქათამაძემ დიმიტრი ბაბაკი სარა კონორთან ერთად ამღერა, ხოლო კირილ კაპლუნოვსკი გარუსთან. საბოლოოდ, მაყურებელთა გადაწყვეტილებით, შოუ კირილმა დატოვა. 27 დეკემბერს გალა კონცერტზე გაირკვევა, თუ ვინ გახდება გამარჯვებული - დიმიტრი ბაბაკი თუ "ტრიო ექსტრიმი".
1
|
|