შალვა ნათელაშვილი:"ხელისუფლება ყველის რევოლუციას მიიღებს" 29 ნოემბერი 2014, 13:07:21
AUTO PLAY
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებისგან მოითხოვს იმ ნორმატიული აქტის სასწრაფოდ გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, თუ 2015 წლის 1 იანვრიდან ყველის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ეს პროდუქცია ვერ გავა ბაზარზე. შალვა ნათელაშვილის თქმით, ეს გამოიწვევს იმ ასი ათასობით ოჯახის ულუკმა-პუროდ დატოვებას, რომლებიც მხოლოდ ყველის დამზადება-გაყიდვით ირჩენენ თავს და ამ სფეროში მონოპოლიის დაარსებას. მისი განცხადებით ხელისუფლება ასეთ შემთხევევაში მიიღებს ,,ყველის რევოლუციას.”
0
|
|