სოფელ ლამბალოში მომხდარი შემზარავი თვითმკვლელობის ფაქტი 11 ოქტომბერი 2014, 15:53:00
AUTO PLAY
სოფელ ლამბალოს მცხოვრებ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას მისი მეუღლის ნათესავებმა საჯაროდ სცემეს. მიზეზი, რის გამოც ქალს გაუსწორდნენ, ეჭვიანობაა. სოფელში ამბობენ, რომ ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებმა უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს და ღალატი დააბრალეს. მეორე დღეს, ქალმა თავი ჩამოიხრჩო. სოფლის მცხოვრებლების მოსაზრებით, ეს ფაქტი წინა დღეს მომხდარს უკავშირვდება. სოფლის გამგებელი, მაჰმუდ ალიევი ამბობს, რომ ქალის ცემის ფაქტი სოფელში არავის გაკვირვებია. სოფლის მცხოვრებლებს არც პოლიციაში დაურეკავთ და არც სასწრაფო დახმარება გამოუძახებიათ. მომხდარს პოლიცია იძიებს. საქმე თვითმკვლელობის მიყვანამდე მუხლით არის აღძრული.
3
|
|